არტანუჯის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არტანუჯი (მრავალმნიშვნელოვანი).
არტანუჯის ციხე
არტანუჯი VIII-X საუკუნეების მესხეთის მხარის რუკაზე

არტანუჯი — ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთის ცენტრი. ართვინის რეგიონში, ამჟანიმდელი ქალაქ არტანუჯის სიახლოვეს. მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ციხე ვახტანგ გორგასლის ბრძანებით აუგიათ[1]. VIII საუკუნის I ნახევარში არტანუჯის ციხე არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია. IX საუკუნეში განაახლა აშოტ I კურაპალატმა. მანვე დააარსა აქ ქალაქი და ააგო ეკლესია. X საუკუნეში გამაგრებული და დიდი რაბათის (წინაქალაქი) მქონე არტანუჯი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. აქ საქონელი მოდიოდა ტრაპეზუნტიდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, სომხეთიდან, სირიიდან და სხვა.[2] დღეისათვის შემორჩენილია უზარმაზარ კლდეზე დაშენებული ციხის გალავნის ნაწილები, ციხის ტერიტორიაზე - ეკლესიისა და სასახლის ნაშთები. ციხის ქვემოთ ნაქალაქარია, რომლის ადგილზეც თანამედროვე ქალაქ არტანუჯის (თურქ. არდანუჩ) ერთი უბანია. ნაქალაქარის ტერიტორიაზე არის ეკლესიის ნანგრევები, ძველი სავაჭრო დუქნები, გალავნის ნაშთები და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ.177
  2. კონსტანტინე VII პორფიროგენეტი, „De Administrando Imperio“