კლარჯნი ხელმწიფენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„კლარჯნი ხელმწიფენი“, „კლარჯნი მეფენი“ — ასე იწოდებოდნენ კლარჯეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენლები სუმბატ არტანუჯელი და გურგენი, ბაგრატ II არტანუჯელის ძენი ბაგრატიონთა მემატიანე სუმბატ დავითის ძის მიხედვით. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ სუმბატი და გურგენი, რომლებიც მისი მამიდაშვილები იყვნენ, დარბაზობაზე მოიწვია ფანასკერტის ციხეში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა, სადაც ისინი 1012 წელს გარდაიცვალნენ. მათ სამფლობელოს ბაგრატი დაეპატრონა. სუმბატის ძე ბაგრატი და გურგენის ძე დემეტრე კონსტანტინოპოლში გაიქცნენ ბასილი II ბიზანტიის კეისართან, რომ მისი დახმარებით მამაპაპისეული ქვეყანა დაებრუნებინათ, მაგრამ უშედეგოდ. მათი მემკვიდრეები კი, რომლებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს, პატიმრობაში დაიხოცნენ. ასე ამოწყდა არტანუჯელი ბაგრატიონების ანუ „კლარჯნი ხელმწიფთა“ საგვარეულო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]