გურგენ I
გურგენ I | |
---|---|
ქართველთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 881 |
მმართ. დასასრული: | 891 |
წინამორბედი: | დავით I |
მემკვიდრე: | ადარნასე II |
შვილები: |
აშოტ კუხი ადარნასე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ადარნასე I |
გურგენ I (გ. 891) — ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, ადარნასე I-ის ძე, ერისთავთ-ერისთავი, კურაპალატი 881-891.
ფლობფა ამიერტაოს ნაწილს და კალმახს. დაახლოებით 881-მდე გურგენ I თავის ბიძაშვილ ნასრა გვარამის ძესთან ერთად აფხაზთა მეფეებს ეხმარებოდა ქართლისათვის ბრძოლაში და უპირისპირდებოდა დავით I კურაპალატსა და ლიპარიტ I კლდეკარის ერისთავს, რომლებიც სომხებს ემხრობოდნენ. ნასრას მიერ დავით I კურაპალატის მოკვლის (881) შემდეგ, მისი მემკვიდრის ადარნასეს მცირეწლოვანების გამო სახლიკაცებმა გურგენ I დასვეს კურაპალატად.
885 გურგენ I თავის შვილებთან ერთად უკვე ადარნასე დავითის ძეს ეხმარებოდა აფხაზთა ჯარით მოსულ ნასრას წინააღმდეგ ბრძოლაში. ნასრას დამარცხებისა და მოკვლის (888) შემდეგ მისი სამფლობელოები გაინაწილეს გურგენ I-მა, მისმა ძმამ სუმბატმა და ადარნასე დავითის ძემ. გურგენ I-მა მიიღო მიწები შავშეთში და არტაანი (კლარჯეთი)და იქ გადაიტანა თავისი რეზიდენცია. შემდეგ საადგილმამულო ნიადაგზე მტრობა ჩამოვარდა, ერთი მხრივ, გურგენ I-სა და მეორე მხრივ, ადარნასე დავითის ძესა და ზემოთხსენებულ სუმბატის ძეს ბაგრატს შორის. სოფ. მგლინავთან (არტაანის ხევი) ბრძოლაში გურგენ I დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა და ჭრილობებისაგან გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად დაკრძალეს ხანძთას, მისი ნათლიის გრიგოლ ხანძთელის საფლავის მახლობლად.
![]() |
„ნათლისმამისა ჩემისა ძვალთა მახლობელად დამდევით ფერხთა თანა მისთა და სხვათა მათ მამათა ძვალნი ჩემ ზედა დაუსვენენით.“
|
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 312, თბ., 1978 წელი.
წინამორბედი: დავით I |
ტაო-კლარჯეთის მეფე 881 - 891 |
შემდეგი: ადარნასე II |