აშოტ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აშოტ.
აშოტ I

აშოტ I (სომხ. Աշոտ Ա; გ. 890) — სომხეთის მეფე (886-იდან), ბაგრატუნების დინასტიის დამაარსებელი. 859 წლიდან პოლიტიკურად დასუსტებული არაბთა სახალიფო იძულებული იყო სპარაპეტი (მხედართმთავარი) აშოტ I სომხეთის მთავართა მთავრად (იშხანაციშხანი) ეცნო. აშოტ I სათავეში ჩაუდგა სომხეთის განთავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლას, დაიმორჩილა მსხვილი ფეოდალები, შექმნა 40-ათასიანი ლაშქარი და ეკლესიის მხარდაჭერაც მიიღო (875 წელს საეკლესიო კრებამ დაადგინა მისი მეფედ გამოცხადება). 880-იან წლებში აშოტ I-მა მიაღწია სომხეთის დამოუკიდებლობას არაბებისაგან. 866 წელს არაბთა სახალიფომ და ბიზანტიის იმპერიამ აშოტ I-ს მეფედ აღიარების ნიშნად სამეფო გვირგვინები გამოუგზავნეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]