დომენი (ოლქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დომენი (ლათ. dominium — საკუთრება) — შუა საუკუნეებში მეფის ან რომელიმე ფეოდალის სამფლობელოს ნაწილი, რომელზეც ისინი აწარმოებდნენ საკუთარ სასაქონლო მეურნეობას.

როგორც წესი, დომენი მოიცავდა სხვადასხვა დასახლებული პუნქტებს, საფორტიფიკაციო ნაგებობებს, სახნავ-სათეს მიწებს, საძოვრებს და ტყეებს. გამონაკლისი არ იყო სამფლობელოს ტერიტორიული დაქსაქსულობის შემთხვევები, როდესაც დომენის ცალკეული რაიონები იმყოფებოდნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. საკუთარ დომენებს ფლობდნენ ჰერცოგები, გრაფები, ბარონები და სხვა ფეოდალები. მეფის დომენი ქვეყანაში შეიძლება არც კი ყოფილიყო ყველაზე დიდი ფეოდალური სამფლობელო.

დომინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დომინია — მიწის მნიშვნელოვანი ტერიტორია თავის ქალაქებით და სოფლებით, რომელიც ეკუთვნოდათ დიდ ფეოდალებს, ეკლესიას ან სახელმწიფოს. მსხვილ მაგნატურ დომინიის (მამულის) შემადგენლობაში შედიოდა ფოლვარკების მთელი სისტემა, რამდენიმე ფოლვარკი, ან საგრაფო. დომინიის მეურნეობის მართვა, თუ მესაკუთრე მას თვითონ არ აწარმოებდა და იჯარით იძლეოდა, იმყოფებოდა ნდობით აღჭურვილი მმართველი პირების ხელში (გუბერნატორები ან ეკონომები).