ბასილი II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასილი.
ბასილ II ბულგართმმუსვრელი
Βασίλειος Β
Basilios II.jpg
ბასილი II-ის მინიატურა
ბიზანტიის იმპერატორი
კორონაცია: 10 იანვარი 976
მმართ. დასაწყისი: 10 იანვარი 976
მმართ. დასასრული: 15 დეკემბერი 1025
წინამორბედი: იოანე I ციმისკე
მემკვიდრე: კონსტანტინე VIII

ბასილ II ბულგართმმუსვრელი (დ. 958 — გ. 15 დეკემბერი, 1025) — ბიზანტიის იმპერატორი 976-1025 წლებში. თანამედროვეები ბასილ უმცროსს და ბასილ პორფიროგენიტოსს უწოდებდნენ, რათა განესხვავებინათ მისი წინაპრის ბასილ მაკედონიელისგან.

მისი მმართველობის პირველი ეტაპი იყო დომინირებული სამოქალაქო ომებით მცირე აზიაში, რომლის ჩახშობა მან მოახერხა. ამის შემდეგ მოახდინა იმპერიის სტაბილიზაცია, ექსპანსია და საიმპერატორო ძალის გაზრდა. მუდმივი ომების მიუხედავად, მან თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერმა მმართველმა და გააფართოვა ბიზანტია. მან მთლიანად დაიმორჩილა და იმპერიას მიუერთა ბულგარეთის იმპერია. მისი ბრძანებით ბიზანტიელებმა 15 ათასი ბულგარელი ტყვე დააბრმავეს. ამ სისასტიკის გამო იმპერატორს „ბულგართმმუსვრელი“ (იგივე ბულგართმჟლეტი) უწოდეს. ბასილის წყალობით 1018 წელს ბულგარეთი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]