ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მესხეთის (ზემო ქართლის) მხარეები VIII-X საუკუნეებში.[1]

IX საუკუნის დასაწყისში ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა დინასტიას, ჩამოყალიბდა რა ტაოსა და კლარჯეთის საერისთავოები ქართლის სამხრეთ-დასავლეთით სომხეთის ბაგრატუნიანთა მთავრების შტოდან. მათ ბიზანტიის იმპერატორისგან მიიღეს კურაპალატის ტიტული და წამყვანი როლი შეასრულეს ერთიანი საქართველოს ჩამოყალიბებაში.

ქართლის ბაგრატიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საისტორიო წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი.
აშოტ I კურაპალატი ეკლესიის მოდელით ხელში. ოპიზის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რელიეფი, IX საუკუნის დასაწყისი. გამოფენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში[3].
აშოტ I დიდი კურაპალატი

ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი. იყო საქართველოს პირველი ბაგრატიონი ხელმწიფე, რომელიც აშოტ პირველი დიდის სახელითაა ცნობილი. იგი 786 წლიდან 813 წლამდე თბილისში იჯდა როგორც ერის მთავარი.

810 წელს აშოტმა თბილისიდან განდევნა არაბები, მაგრამ 813 წელს არაბებმა ისევ დაიპყრეს თბილისი და აშოტ კურაპალატი იძულებული გახდა სამხრეთ საქართველოში გადასულიყო. აქ ქალაქი არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და აქედან დაიწყო მისი მეფობა და თავგამოდებული ბრძოლა ქართული მიწების შემოერთებისა და განმტკიცებისათვის. 826 წელს სამხრეთ საქართველოსაც შემოესივნენ არაბები და მოღალატეების ხელშეწყობით აშოტ დიდი კურაპალატი არტანუჯის ტაძარში მოკლეს. მკვლელები, როგორც ჩანს, მოქიშპე ფეოდალური დაჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ. იგი წმიდანადაა შერაცხილი და მისი ხსენების დღეა ახალი სტლით 11 თებერვალი.[4]

და მათ ჟამთა მფლობელი იყო ამათ ქვეყანათა ღმრთისმსახური ხელმწიფეჲ დიდი ბაგრატუნიანი — აშოტ კურაპალატი, კეთილად მორწმუნეჲ, რომლისა გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ ვიდრე უკუნისამდე ჟამთა. და ხელმწიფისა მის წინაშე და შვილთა მისთა, დიდებულთა მათ ხელმწიფეთა, წინაშე შეუსწავლელ იყო წმიდაჲ გრიგოლ.[5]

აშოტ კურაპალატს ჰყავდა სამი ვაჟი: ადარნასე, ბაგრატი და გვარამი და ერთი ქალი – ცოლი აფხაზთა მეფის თევდოსი I-ის (789–816) (მატ. ქართლ., გვ. 162.).

ესე ვითარცა ესმა დიდებულსა კურაპალატსა, შეწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა — ადარნესე და ბაგრატ და გვარამ — შეწირეს თითოეულად, რაჲცა სახმარი მონასტერსა მისსა უხმდა, ყოველი უხვებით.[6]
და მაშინ გაძლიერდა ჴელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და ვერ უძლო წინააღდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რათა წარვიდეს საბერძნეთად და თანა ჰყვეს მას დედა და ცოლი და ორნი ძენი ასაკითა ჩჳლნი, უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატ. ხოლო უმრწემესი ძე გუარამ ჯერეთ არა ესუა. და ერი თჳსი მცირედ ჰყვა თანა, მკჳდრნი მისნი, დედაწულითურთ და შვილითურთ. მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა ტბისა ფარავნისასა დამაშურალნი სლვისაგან, და გარდაჰჴდეს განსუენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რა პური, და მცირედ მიერულა. და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზთანი. მაშინ შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა, და კნინსა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ ზედა, და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს მუნით და მოიწივნეს ჴევსა შავშეთისასა.[7]

აშოტ I-ის სიკვდილის შემდეგ სამეფო მის სამ ვაჟს: ადარნასეს, ბაგრატს და გუარამს შორის დაიყო.

ბაგრატ I კურაპალატის შტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგრატი, რომელიც შუათანა ძე იყო, მამამისის აშოტის შემდეგ მიენიჭა კურაპალატის ბიზანტიური ტიტული.

მას ჟამსა ბაგრატ კურაპალატმან, ნებითა ღმრთისაჲთა და ნებითა ძმათა თვისთაჲთა და ბრძანებითა ბერძენთა მეფისაჲთა მოიღო კურაპალატობაჲ ნაცვალად აშოტ კურაპალატისა, მამისა თვისისა, რამეთუ მიეცა მას ფლობაჲ ხელმწიფებისაჲ ზეგარდამო. და ძმანი მისნი ყოველნი კეთილნი და დიდებულნი ხელმწიფენი — ადარნერსე უხუცესი, და გვარამ მრწემი — მშუვალესა მას ძმასა მორჩილ ექმნნეს საღმრთოჲსა ძმობისა სიყვარულითა, რამეთუ ერთზრახვა, ერთსულ და ერთნება იყვნეს იგინი.[8]

ბაგრატ კურაპალატს ჰყავდა სამი ძე: დავითი, ადარნასე, მონაზნობაში არსენი (ადიშის სახარება) (†874, უშვილოდ) და აშოტ II (†885, უძეოდ), რომელთაგან კურაპალატის ბიზანტიური ტიტული მიენიჭა დავითს.

და რამეთუ ბაგრატ კურაპალატისა ძე, დავით კურაპალატი, ნეტარისა მამისა გრიგოლისვე აქმული იყო.[9]

დავითს ჰყავდა ერთადერთი ძე ადარნასე, შემდგომში ქართველთა მეფე ადარნასე II.

ადარნასეს ჰყავდა ოთხი ვაჟი: დავითი, ბაგრატი, აშოტი და სუმბატი და ორი ქალი: ცოლი აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის (871–912) და ცოლი აბას სპარაპეტისა, სომეხთა მეფის აშოტ I ბაგრატუნიანის ძმისა (ყარსის წარწერა). აშოტი შემდგომში აშოტ კურაპალატი მოხსენიებულია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში.

ხოლო იყო გარდაცვალებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი რიცხუსა წელიწადთა ას და მეორესა წელსა. ქრონიკონსა ოთხმეოცდა ერთსა. არამედ გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხორებაჲ ესე მისი შემდგომად ოთხმეოც და ათისა წლისა, დასაბამითგან გარდასრულთა წელთა ექუს ათას ხუთას ორმეოც და მეათოთხმეტესა წელსა. იერუსალჱმს პატრიარქობასა აგათონისსა, მცხეთას კათალიკოზობასა მიქელისსა, ქართველთა ზედა მთავრობასა აშოტ კუროპალატისასა, ძისა ადარნასეს ქართველთა მეფისასა; აფხაზთა ზედა მეფობასა გიორგისსა; ძისა კონსტანტი მეფისასა; ერისთავთ-ერისთაობასა სუმბატისსა, ძისა ადარნერსე მეფისასა, მაგისტრობასა ადარნასესსა, ძისა ბაგრატ მაგისტროსისასა, ერისთაობასა სუმბატისსა, ძისა დავით მამფალისასა. ქრისტემან დიდებაჲ უოხჭნოჲ მათ ყოველთა მიანიჭენ.[10]

ქვემო ტაოს ბაგრატიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადარნასე I-ის შტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადარნასე, რომელიც „ხელმწიფედ“ იხსენიება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, ჰყავდა სამი ძე: გურგენ I კურაპალატი, აშოტ II კეკელაჲ და სუმბატი.

და ადარნერსე ხელმწიფემან ძე თვისი გურგენ ნათლითა მისცა მას.[9]
არამედ შემდგომად წელიწადთა არამრავალთა ადარნერსე ხელმწიფესა რაჲ ესხნეს ძენი, გურგენ კურაპალატი და სუმბატ, მტერისაგან ფრიად იტანჯებოდეს.[12]
  • გურგენს ენიჭება კურაპალატის ბიზანტიური ტიტული 881 წელს, ჰყავდა ორი ძე — ადარნასე და აშოტი.
არამედ შემდგომად გურგენ კურაპალატისა ძემან მისმან, აშოტ ერისთავთა ერისთავმან, ხანძთას ახალი ეკლესიაჲ დაიწყო წადიერად და ურიცხვი შესაწირავი გარდაჰმატა მას.[9]

გ. მერჩული ადარნასეს შვილთა შორის იხსენიებს გურგენ კურაპალატს და სუმბატს, ხოლო აშოტ კეკელას, რომელიც გარდაიცვალა 867 წელს, არ იხსენიებს. მერჩულის სიტყვით, ამხდარა გრიგოლის წინასწარმეტყველება მოხსენებული ორი შვილის შესახებ და ისინი „მტრისაგან (ეშმაკისაგან) ფრიად იტანჯებოდეს“, მაგრამ განკურნებულან, როდესაც მამას გაუგზავნია იმჟამად უკვე გარდაცვალებული დედის საფლავზე და იქ ულოციათ (მერჩული, გვ. ნთ). თ. ლომოურის აზრით, აშოტ კეკელას მერჩული არ იხსენიებს იმიტომ, რომ მოთხრობილი ამბების დროს ის ცოცხალი აღარ ყოფილა. მაშასადამე, ამ ამბებს ადგილი ჰქონია 867 წლის შემდეგ და ამ დროს მათი მამა ადარნასე ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა (იხ. „არილი“. გვ. 51).[13]

ზემო ტაოს ბაგრატიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტანუჯი-კლარჯეთის ბაგრატიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 867-889 : სუმბატ I მამფალი, არტანუჯელი, დიდი, ანთიპატოს-პატრიკი, ადარნასე I-ის ძე;
  • 889-900 : ბაგრატ I მამფალი, მაგისტროსი, არტანუჯელი;
  • 889-943 : დავით I მამფალი, დიდი;
  • 900-923 : გურგენ III, ერისთავი;
  • 923-932 : აშოტ IV, კისკასი, პატრიკი;
  • 943-988 : სუმბატ III, არტანუჯელი, ერისთავთ ერისთავი;
  • 988-993 : დავით IV;
  • 993-1011 : სუმბატ IV, კლარჯი, არტანუჯელი;
  • 1011-1011 : ბაგრატ IV;
  • 1011-1012 : გურგენ VI, კლარჯი;
  • 1011-1014 : ბაგრატ III (საქართველოს მეფე).

გვარამ მამფალის შტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშოტის ვაჟებს შორის უმრწემესს, გვარამ მამფალს ერგო სამცხე-ჯავახეთის მხარე. მისი ცოლი იყო დაჲ სომეხთა მეფის სუმბატ I დიდისა, რომლისგან ეყოლა ორი ვაჟი: მემკვიდრე ნასრა (†888, უშვილოდ) და აშოტ III (†869, უძეოდ) და ერთი ქალი – ცოლი ჯერ აფხაზთა მეფის ადარნასესი, შემდეგ აფხაზთა მეფის ბაგრატ I-ს (861–873). †882 წელს მონაზნობაში; დამარხულია ოპიზის მონასტერში. მისი შტო ნასრას სიკვდილის შემდეგ შეწყდა.

სამცხე-ჯავახეთის ბაგრატიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენეალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარჯვენა მხარეს თითოეული ტაბულისა შეიცავს ტაოს ბაგრატიონების ნუსხას, მარცხენა მხარე კლარჯეთის ბაგრატიონების ნუსხას. რიგი საკუთარ სახელთა ცალ-ცალკეა აღნიშნული რომაულის ციფრებით ორთავე შტოში, როდესაც მკვლევარი უჩვენებს რომელიმე ბაგრატიონს, იქვე უნდა აღინიშნოს, რომელ შტოს ეკუთვნის ის, კლარჯეთისა თუ ტაოსა.
  2. შემოკლებული სიტყვების ახსნა:
    1. კონსტ. – კონსტანტინე პორფიროგენეტი, ბიზანტიის იმპერატორი, ავტორი წიგნისა – „De administrando imperio“.
    2. მატ. ქართ. ═ მატიანე ქართლისა.
    3. ერისთ. ერისთავი ═ ერისთავთ ერისთავი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cyrille Toumanoff, Les dynasties de la Caucasie chrétienne de l'Antiquité jusqu'au xixe siècle : Tables généalogiques et chronologiques, Rome, 1990.
  • Nodar Assatiani et Alexandre Bendianachvili, Histoire de la Géorgie, Paris, l'Harmattan, 1997, 335 p. ISBN 2-7384-6186-7

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. V. მესხეთის (ზემო ქართლის) მხარეები და ცნობები მის შესახებ გიორგი მერჩულის ძეგლში. გვ. 296–399.
  2. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. 6. ჯუანშერის ცნობა პირველი ბაგრატიონის ქართლში მოსვლის შესახებ. გვ. 37.
  3. ოპიზის რელიეფი. NATIONAL GEOGRAPHIC საქართველო.
  4. ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.
  5. გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. თავი 9.
  6. გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. თავი 11.
  7. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვ. 61, § 29.
  8. გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. თავი 24.
  9. 9.0 9.1 9.2 გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. თავი 28.
  10. გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. თავი 84.
  11. ბაგრატ I კურაპალატი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  12. გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. თავი 56.
  13. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვ. 80, შენიშვნა 7.