აშოტ I დიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: აშოტ კურაპალატი.
აშოტ I
დიდი
Ashot.jpg
აშოტ კურაპალატის ხატი
ტაო-კლარჯეთის ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 786
მმართ. დასასრული: 813
წინამორბედი: ადარნასე ბაგრატიონი
მემკვიდრე: ბაგრატ I კურაპალატი
ქართლის ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 787
მმართ. დასასრული: 809
წინამორბედი: იოანე და ჯუანშერი
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 809
მმართ. დასასრული: 813
მემკვიდრე: ბაგრატ I კურაპალატი
ქართლის ერისმთავარი
მმართ. დასაწყისი: 813
მმართ. დასასრული: 29 იანვარი, 826
მემკვიდრე: ბაგრატ I კურაპალატი
ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი
მმართ. დასაწყისი: 813
მმართ. დასასრული: 29 იანვარი, 826
მემკვიდრე: ბაგრატ I კურაპალატი
ჯავახეთის ერისმთავარი
მმართ. დასაწყისი: 807
მმართ. დასასრული: 29 იანვარი, 826
მემკვიდრე: ბაგრატ I კურაპალატი
შვილები: ადარნასე I,
ბაგრატ I,
გვარამ მამფალი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ადარნასე

აშოტ I დიდი, კურაპალატი (გ. 29 იანვარი, 826, დოლისყანა) — ტაო-კლარჯეთის ერისთავი (786813); ქართლის ერისთავი (787809); ჯავახეთის ერისმთავარი (807826); ქართლის მეფე (809813); ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი (813826); ქართლის ერისმთავარი (813826).

პირველად პავლე ინგოროყვამ გამოთქვა მოსაზრება, რომ აშოტ ბაგრატიონმა აღადგინა ქართლში მეფობა. „809813 წლებში აშოტმა აღადგინა „მეფობაჲ ქართლისაჲ“. მეცნიერი ეყრდნობოდა გიორგი მერჩულეს თხზულებას და ოპიზის საოსტიგნეს წარწერას.

პავლე ინგოროყვას "გიორგი მერჩულე". გვერდი 42. თბილისი, 1954 წელი. [1][2].

აშოტ I დიდი (აგრეთვე ცნობილი, როგორც აშოტ I კუტაპალატი) იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. ის მართავდა ტაო-კლარჯეთს 826 წელს დოლისყანაში გარდაცვალებამდე. მამამისი იყო ადარნასე ბაგრატიონი (კლარჯეთის ერისთავი) [3].

აშოტის ერისთავობის დროს აღმოსავლეთ საქართველო დაიქვემდებარა არაბთა სახალიფომ, ქართლის სატახტოში იჯდა თბილისის ამირა. არაბების წინააღმდეგ ბრძოლებში დამარცხებამ, აშოტი აიძულა დაეტოვებინა ქართლი, გადასახლებულიყო ოჯახით და მომხრეებით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში – ტაო-კლარჯეთში. აშოტმა აღადგინა ქალაქი არტანუჯი და გახადა მის რეზიდენციად. მიუხედავად ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ I რანგაბეს მიერ აშოტისთვის კურაპალატის ტიტული მინიჭებისა, ბიზანტიის დახმარების იმედი მას არ ჰქონია. აშოტი თავისი ძალებით იბრძოდა არაბების წინააღმდეგ, თანდათან აფართოებდა თავის ძალაუფლებას მთელს სამხრეთ საქართველოზე, შემდეგ შემოიერთა ქართლი.

826 წელს აშოტმა შეკრიბა ჯარი, არაბების წინააღმდეგ დაძრა, მაგრამ მათ შორის აღმოჩნდნენ მოღალატეები, რომლებმაც სცადეს მოეკლათ აშოტი. მან გადაწყვიტა თავი შეეფარებინა მონასტრისთვის დოლისყანის დასახლებაში. იგი იმედოვნებდა, რომ მას იქ ხელს არ ახლებდნენ. თუმცა შეთქმულები შეიჭრნენ ტაძარში და მოკლეს აშოტი.

აშოტის მემკვიდრეები გაიყვნენ ორ შტოდ: არტანუჯის ანუ კლარჯეთის (უფროსი ძის, ადარნასე I-ის მემკვიდრეები) ბაგრატიონები და ტაოს (შუათანა ძის, ბაგრატ I კურაპალატის მემკვიდრეები, მომავალი ქართველთა სამეფოს მეფეები) ბაგრატიონები. უმცროსი შვილის, გვარამ მამფალის მემკვიდრეები, გახდნენ ბაგრატიონების გვარის შიდა დაპირისპირების მსხვერპლი.

ვიკიციტატა
„მვ (46). მეფე აშოტ კურადპალატი. ლთ (39) წელი მეფა

ხოლო კუალად ამათ ჟამთავე განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურადპალატისა ბაგრატოვანისა, რამეთუ სახლად აქუნდა ტფილისი და ბარდავი და გარემო ქუეყანანი. მაშინ შევიდა მასლამ საბერძნეთს და უკუ-იქცა გაწბილებული და მოუძლურდნენ სარკინოზნი, ხოლო ტფილისს არღარავინ დაშთნენ სარკინოზნი, თჳნიერ ალიშუაბისა ძისა. ამავე ჟამსა შემოიკრიბა აშოტ კურადპალატმან სპანი და მოვიდა ქართლს; ამის მწედ იყო თეოდოსი აფხაზთა მეფე რამეთუ ლეონ გაედაცვალებულ იყო და ესე თეოდოსი სიძე იყო აშოტ კურადპალატოსა; ხოლო გრიგოლი კახთა მთავარი მოვიდა და მას უშუელეს მთიულთა და ამირ ტფილელმან. შეიბნენ კსანსა ზედა; შემდგომად ბრძოლისა იძლია გრიგოლი მთავარი და მოისრნენ სპანი მისნი და დაიპყრა აშოტ კურადპალატმან კსნიდამ კლარჯეთამდე. შემდგომად მოვიდა ხალილ იაზითის ძე არაბი ქრისტესა 791, ქართულსა იგ (13); და დაიპყრა სომხითი, ქართლი, ჰერეთი და ვერ წინააღუდგა აშოტ კურადპალატი და ეძიებდნენ აშოტს. ხოლო აშოტ წარსრული გარდამჴდარ იყო ტბის პირსა ფანავარისასა დედა-წულითურთ და რა ჭამეს პური, მიირულეს მცირედ; დაესხნეს მძინარეთა სპანი სარკინოზთა. მაშინ შეეწია აშოტს ღმერთი და მცირედითა სპითა მოსწყჳდნეს სარკინოზნი ურიცხუნი და წარიოტნა ყოველნი. შემდგომად წარვიდა შავშეთს; რამეთუ შავშეთი იყო უშენი ყრუსა შემდგომად, ხოლო რომელნი დაშთომილ იყვნეს, მოეგებნენ აშოტსა და შეიყუარეს ფრიად. ამან აშოტ აღაშენა და მოიყიდა დაბნები და განამრავლა სოფლები და კუალად აჴელმწიფა ღმერთმან შავშკლარჯთა ზედა და მრავალგზის მოსცა ღმერთმან ძლევა ძლიერი სარკინოზთა ზედა და დაიპყრა ქუეყანა ნებითა ბერძენთათა. კუალად გამოვიდა აშოტ, რათა შემოიკრიბოს სპანი; არამედ სპათა შემოკრებამდე დაესხნენ სარკინოზნი და ივლტოდა აშოტ ნიგალით კერძო, რათა ჰპოვოს სპანი თჳსნი; მიუდგნენ სარკინოზნი კუალსა, ხოლო აშოტ შეივლტოდა ციხესა არტანუჯისასა; შეჰყვნენ სარკინოზნი ციხესა შინა; არამედ აშოტ შევიდა ეკლესიასა შინა პეტრეპავლესსა; შეუჴდნენ სარკინოზნი და დაკლეს აშოტ კურადპალატი საკურთხეველსა ზედა ქრისტესა 826, ქართულსა მვ (46). ამისნი მცნობელნი ერნი აშოტ კურადპალატისანი ეწივნენ სარკინოზთა და მოსწყჳდნეს, რომელ ვერ განერინა ერთიცა; ხოლო შემდგომად აშოტ კურადპალატისა წარუღეს ძეთა მისთა გარემონი ქუეყანანი; არამედ იგინი იზრდებოდნენ შავშეთს და კლარჯეთს და ციხესა არტანუჯისასა. ხოლო სრულ რა იქმნენ ჰასაკითა, დაიპყრეს ნაქონები მათივე მამისა თჳსისა და ხარკსა მისცემდნენ სარკინოზთა.

მაშინ იყო ტფილისს ალი შუაბის მე, რომელი დაედგინა ხალილს ამირად. მას ჟამსა განდგნენ გარდაბანელნი და დასუეს ქორიკოზი დაჩი, ძე იოანე ქობულისძისა. მოკუდა დაჩი და დასუეს სამოელ დონაური. შემდგომად მოვიდა ხალილ არაბი; ეწყუნენ გარდაბანელნი, აოტნეს და მოსწყჳდნეს სარკინოზნი უამრავნი და დაჯდა ტფილისს ამირ სააკ ისმაილის ძე. კუალად შემოვიდა მესამედ ხალილ და მოკლეს ჯავახეთს. შემდგომად მოვიდა მომედ ძე ხალილისა ქართლს. ამას მოერთო ბაგრატ ძე აშოტ კურადპალატისა; მისცა ქართლი და ჰყო მეფედ. ხოლო სააკ ტფილისით გამოვიდა და დადგა რეხსა. მივიდნენ მომედ და ბაგრატ და შეიბნენ მუნ; ვერცა მან სძლო და ვერცა ამათ და წარვიდა მომედ ბარდავს ქრისტესა 841, ქართულსა ჲა (11).“
აშოტ I-ის რელიეფი.

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუმბატ დავითის ძის ქრონიკის მიხედვით, აშოტი იყო დავითის ტომის წარმომადგენელი, რომლის სახელოვანმა წინაპრებმა მოიპოვეს ქართლში ერისმთავრის ტიტული. აშოტი, სუმბატ დავითის ძის ქრონიკისა და ვახუშტის გენეალოგიური რუკის მიხედვით — ადარნასეს ძეა.

აშოტი ფლობდა როგორც ქართლის ერისმთავრის ისე კურაპალატის ტიტულს. აშოტ კურაპალატის მთავრობის დროს არაბთა ბატონობა გაძლიერდა და დაიწყეს ბიზანტიის საზღვრების შევიწროვება, აღნიშნული ვითარება ასევე შეეხო ბიზანტიის კურაპალატს, აშოტს. მან ვერ შესძლო წინააღმდეგობის გაწევა არაბებისათვის და იძულებული შეიქმნა გადაადგილებულიყო ბიზანტიის მიერ კონტროლირებად ისტორიულ სამხრეთ საქართველოში — შავშეთ-კლარჯეთში.

აშოტ I კურაპალატის ოჯახის ლტლოვილობა რთული აღმოჩნდა, ხელზე ჰყავდა ორი ჩვილი ძე — ადარნასე და ბაგრატი. ჯავახეთში ფარავნის ტბასთან შესვენებულს მტერი კვლავ წამოეწია. მტერი უკუაგდეს და მიაღწიეს შავშეთის საზღვარს. შავშეთი აშოტ კურაპალატს ჯერ კიდევ მურმან-ყრუსგან აოხრებული და განადგურებული დახვდა. ბიზანტიის ხელმწიფის ნებართვით აშოტი ემკვიდრება შავშეთ-კლარჯეთის ტერიტორიაზე. აღადგინა მურვან-ყრუს მიერ განადგურებულ არტანუჯის ციხე, რომელიც თავის დროზე ვახტანგ გორგასალმა ააშენა, ხოლო ციხის ძირში ააშენა ქალაქი, რომელშიც წამომართა პეტრე-პავლეს ეკლესია მისი გვარის საძვალედ.

აშოტ I კურაპალატის შავშეთ-კლარჯეთში მმართველობის პერიოდში, სამონასტრო მოღვაწეობა დაიწყო გრიგოლ ხანძთელმა, რომელმაც თავისი სიწმინდით გაითქვა სახელი და მის აზრს დიდად აფასებდა თავად აშოტი. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია აშოტის ცხოვრების ზოგიერთი საინტერესო დეტალი.

ბაგრატიონების გვარის გენეალოგიური ხე ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით

არაბთა თარეშის ასალაგმავად, აშოტ I კურაპალატს პერიოდულად უწევდა მტრის რაზმების გასანადგურებლად, შეტაკებების ორგანიზება. ერთ-ერთი შეტაკების დროს ოროზ-მოროზის ძეებმა, აშოტ I კურაპალატი მოიხელთეს და დოლისყანის ეკლესიაში შეფარებული, ხმლით განგმირეს ტაძრის საკურთხეველში. მისი სისხლის კვალი ბოლო დრომდე შეინიშნებოდა დოლისყანის ეკლესიაში. დოლისყანელებმა რა შეიტყვეს მათი საყვარელი მთავრის მკვლელობა, დევნა დაუწყეს მტერს, ვიდრე უკანასკნელიც არ ამოხოცეს. აშოტ კურპალატის გვამი, მადლიერმა ერმა დაკრძალა არტანუჯის პეტრე-პავლეს ეკლესიაში.

სუმბატ დავითის ძის ქრონიკის მიხედვით აშოტ I კურაპალატი მოკლეს ქორინიკონს მვ (46), ხოლო დასაბამითგან წელთა ხჳლ (6430) ანუ 826 წლის 29 იანვარს.

ვიკიციტატა
„რამეთუ მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელთა ხ~ჳ~ლ, ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მ~ვ, თუესა იანვარსა ოცდაცხრასა.“
(სუმბატ დავითის ძის ქრონიკა)

აშოტ I კურაპალატს დარჩა სამი ძე: ადარნასე, ბაგრატი და გვარამი. აქედან, შუათანამ — ბაგრატმა გააგრძელა კურაპალატის ტიტული.

აშოტ I კურაპალატის სახელს უკავშირდება ქართული ქორონიკონის შექმნა და დამკვიდრება, რომელიც მანამდე არსებული ქორონიკონებისაგან განსხვავდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბადრიძე შ., «ქართველთა სამეფოს» პოლიტიკური სტრუქტურის ისტორიიდან, «თსუ შრომები», 1965, ტ. 113;
  • კეკელიძე კ., აშოტ დიდი კურაპალატის ქრონოლოგიისათვის, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 8, თბ., 1962;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 2, თბ., 1963;
  • ბადრიძე შ., ქსე, ტ. 2, გვ. 68-69, თბ., 1977

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
იოანე და ჯუანშერი
ქართლის ერისთავი
787–809
ქართლის მეფე
809–813
ქართლის ერისმთავარი
813826
ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი
813–826
შემდეგი:
ბაგრატ I კურაპალატი