შინაარსზე გადასვლა

ოპიზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოპიზა

ოპიზის მონასტერი

ოპიზა — თურქეთი
ოპიზა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°13′26″ ჩ. გ. 42°02′03″ ა. გ. / 41.22389° ჩ. გ. 42.03417° ა. გ. / 41.22389; 42.03417
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი,
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა კლარჯეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VIII საუკუნე
დეტალები

გ. ნ. ყაზბეგის 1874 წლის ჩანახატი, რომელიც მოხვდა დ. ბაქრაძის 1878 წლის გამოცემაში[1].

ოპიზაVIII საუკუნის ქართული მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი თურქეთში, ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, კლარჯეთში.

ოპიზა უძველესი მონასტერთაგანია. იგი ერთ-ერთი პირველი აღადგინეს არაბთა შემოსევის შემდეგ ჯერ კიდევ VIII საუკუნეში. ოპიზაში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწენი და მწიგნობრები: გრიგოლ ხანძთელი, მიქელ პარეხელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), ათანასე ოპიზელი (XI ს.), იოანე ოპიზელი (XIII ს.), ილარიონ ოპიზარი (XIII ს.); ოქრომჭედლები ბეშქენ და ბექა ოპიზრები და სხვანი.

მონასტრის მთავარი ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით უჩვეულოდ დაგრძელებული ნაგებობაა. გუმბათი კედლის შვერილებს ეყრდნობა. საკუთხევლის ორივე მხარეს უაფსიდო სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთის მკვლავი მთლიან, საუნაწევრებელ, გრძელ დარბაზს წარმოადგენს. შიგნით კედლები და გუმბათი შემოსილია თლილი ქვის კვადრებით. გუმბათი პანდატივებს ეყრდნობა, მაგრამ ტრომპებიც არის ჩასმული. ეს თავისებური, გარდამავალი, ჰიბრიდული კონსტრუქციაა. დასავლეთის მკლავის გრძივი კედლები საკმაოდ პკასტიკურადაა დანაწევრებული სამსაფეხურიანი კედლის სვეტებითა და თარებით.

ყურადღებას იპყრობს X საუკუნის I ნახევარში აღდგენილი გუმბათის ყელი. მას 12 წახნაგი აქვს და ყოველი მათგანი საკუთარი დრონტონით არის აღჭურვილი, რის გამოც კარნიზი ჰორიზონტალურის ნაცვლად ტეხილი გამოდის, ხოლო სახურავი სანახევროდ გაშლილ ქოლგას ემსგავსება. ეს და აგრეთვე გუმბათის ყელის შეწყვილებულ ლილვებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღები მოწმობს დეკორაციულობისადმი ინტერესის გაძლიერებას. შენობის ფასადებიც, ისევე როგორც ინტერიერი, შემოსილია თლილი ქვით. ოპოზაში შემორჩენილია აგრეთვე მნიშვნელოვანი სამონასტრო შენობების ნაშთებიც. ერთი მათგანი, დიდი სამნავიანი შენობა, როგორც ჩანს, სატრაპეზო იყო. 1888 წელს იქაურობა არქიტექტურის აკადემიკოსმა ა. პავლინოვმა ინახულა. უკვე მაშინ ეკლესიაცა და სხვა შენობებიც მიტოვებული და დაზიანებული იყო. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია რელიეფი ოპიზიდან აშოტ კურაპალატის პორტრეტით (IX ს., ქვა).

ოპიზის წინამძღვრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ამბა სამოელი
  2. ამბა ანდრია
  3. ამბა გიორგი — მოღვაწეობდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Беридзе В. В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981;
  • Марр Н. Я., Дневник поездки в Шавшию и Кларджию, СПб., 1911;
  • Павлинов А. М., Экспедиция на Кавказ 1888 года, «Материалы по археологии Кавказа», 1893, в. 3;