გურგენ IV
გურგენ IV (გ. 14 თებერვალი, 941) — ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, ადარნასე II-ის ძე, ერისთავთერისთავი (918-941).
ერისთავთერისთავობა მიიღო მისი ბიძის აშოტ კუხის გარდაცვალების შემდეგ. ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე მას მოიხსენიებს როგორც დიდ ერისთავთერისთავსა და მაგისტროსს.[1] გიორგი მერჩულის (X ს.) სიტყვით, გურგენი იყო „დიდი ხელმწიფე ფრიადთა ნათესავთაჲ“, ხოლო სომეხი ისტორიკოსი იოანე დრასხანაკერტცი მას უწოდებდა „ქართველთა დიდ მთავარს“. გურგენი (გუარამი) ებრძოდა თავის სიმამრს აშოტს (გ. 939), რომელსაც წაართვა არტანუჯის ციხე და რათა განემტკიცებინა საკუთარი მდგომარეობა, ის ბიზანტიელებს გადასცა. ამან ოჯახის ყველა წევრთა უკმაყოფილება გაოიწვია. ერთ-ერთი უძლიერესი და უმთავრესი ციხის იმპერიის ხელში გადასვლა დიდი მარცხი იქნებოდა ბაგრატიონებისთვის და ამიტომ მათ ერთხმად განაცხადეს, თუ იმპერატორი ხელს არ აიღებდა არტანუჯის ციხეზე, ისინი ყველანი უარს იტყოდნენ მისდამი მორჩილებაზე, გადავიდოდნენ არაბთა მხარეზე და მათთან ერთად გაილაშქრებდნენ მასზე. იმპერატორი იძულებული იყო უკან დაეხია.[1]
დაახლ. 921 წელს გურგენმა უშედეგოდ სცადა სომეხი ბაგრატუნებისთვის სამშვილდე წაერთმია. ის ასევე ჩარეული აფხაზთა სამეფოს ტახტისათვის ბრძოლაში, რომელიც კონსტანტინე III აფხაზთა მეფის გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს — გიორგისა და ბაგრატს შორის მიმდინარეობდა (ეს უკანასკნელი გურგენის სიძე იყო). გურგენ IV-მ დაასრულა ხანძთის ახალი ეკლესიის მშენებლობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 312.
- ბოგვერაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 211.
- მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საქართველოს ისტორია, ტ. II 2012, გვ. 213