გაბულოცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გაბულოცითბილისის ამირა დაახლ. 878-882 წლებში; მ. ლორთქიფანიძის მოსაზრებით, შაიბანიდების ადგილობრივი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.

„მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, გაბულოცი მისი ერთ-ერთი წინამორბედი ამირა საჰაკის „მონათაგანი“ იყო. მისი მმართველობის პერიოდში თბილისის საამირო რამდენადმე გაძლიერდა და დაიმორჩილა გარდაბნელები. საბოლოოდ, გუარამ მამფალმა გაბულოცი შეიპყრო და დატყვევებული ბიზანტიაში გაგზავნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე მ., თბილისის საამიროს ისტორიიდან, თბ., 1952: გვ. 195-196.
  • „ქართლის ცხოვრება“, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008: გვ. 257