ისმაილ იბნ-შუაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ისმაილ იბნ-შუაბითბილისის საამიროს ამირა, დაახლოებით 809-813 წწ. შუაბიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რომლის წინაპრები ჯერ კიდევ VIII საუკუნის 30-იან წლებში ისხდნენ თბილისში. შესაძლოა, ის იყო შვილი საიდ იბნ-ალ-ხაისამ იბნ-შუაბის, რომელიც არაბი ისტორიკოსის იაკუბის ცნობით, VIII საუკუნის დამლევს და IX საუკუნის დამდეგს ლაშქრობდა ჯურზანში (ქართლში) და სანარიაში (წანარების წინააღმდეგ). ისმაილი, იაკუბის ცნობითვე, ორჯერ განუდგა ხალიფას: 809 წელს — ხალიფა ალ-ამინს და 813 წელს — ხალიფა ალ-მამუნს, რომელმაც იგი გადააყენა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008