წანარეთი
წანარეთი — ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მოიცავდა დარიალის ხეობის ზემოთს, ჯვრის უღელტეხილისა და მისი მიმდგომი რეგიონის ტერიტორიას — წანარეთის ხევს (იგივეა, რაც ხევი, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). VII და განსაკუთრებით VIII-IX საუკუნეებში წანარების ტომის დაწინაურებამ და პოლიტიკურმა სიძლიერემ ცნება „წანარეთს“ ზოგადი, კრებითი ეთნიკური-პოლიტიკური შინაარსი შესძინა. წანარეთად იგულისხმებოდა კახეთის მთიანეთი - „მთიულეთი კახეთისა“ (მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ გარკვეულ პერიოდში პოლიტიკური ასპექტით წანარეთი მთლიანად კახეთს ეწოდებოდა). ტრადიციულად წანარეთის ხელისუფალს დაკისრებული ჰქონდა დარიალის ხეობის კონტროლი და განსაკუთრებით უღელტეხილის დაცვა ჩრდილოეთიდან მომთაბარე ტომთაგან. VIII-IX საუკუნეებში წანარეთი კახეთის სამთავროს შემადგენელი ნაწილი იყო. ამავე საუკუნეებში იგი ხდება ძირითადი ძალა კახეთის სამთავროს მიერ დაწყებული ბრძოლისა არაბთა ბატონობის წინააღმდეგ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თ. პაპუაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 290.