ტაო-კლარჯეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაო-კლარჯეთი
ისტორიული ტაო-კლარჯეთი მესხეთის საზღვრებში
ისტორიული ტაო-კლარჯეთი მესხეთის საზღვრებში

ტაო-კლარჯეთი — ისტორიული ზემო ქართლის, მესხეთის ნაწილი.

რეგიონის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინს საფუძვლად უდევს ამ მხარის ორი უმნიშვნელოვანესი პროვინციის — ტაოსა და კლარჯეთის სახელწოდებები. ტაო-კლარჯეთი ტერიტორიულად სრულად მოიცავს მდინარე ჭოროხის აუზს და აღნიშნული ტოპონიმის საზღვრები არ სცილდება მის საზღვრებს. გამონაკლისს წარმოადგენს ჭანეთ-ლაზეთი, რომელიც ასევე „ზღვისპირა კლარჯეთის“ სახელითაა ცნობილი.

კლარჯეთი როგორც ისტორიული საქართველოს სხვა რეგიონები (ჯავახეთი) მასაც გააჩნია ვიწრო და ფართო გაგება. ვიწრო გაგებით კლარჯეთი წარმოადგენს მდინარე იმერხევის ქვედა ხეობას, რომლის მარჯვენა ნაპირზე კლარჯეთის ცნობილი მონასტრებია, ხოლო მარცხენა ნაპირზე არტანუჯის ხეობაა, სადაც მდებარეობს დასახლებული პუნქტი — კლარჯეთი. იქვე დგას იმავე სახელწოდების საფორტეპიკაციო ნაგებობა — კლარჯეთის ციხე.

ფართო გაგებით კლარჯეთი წარმოადგენს ტერიტორიას, მოცულს ჭოროხის აუზის ქვედა ნაწილს კლარჯეთის ციხიდან მოყოლებული ვიდრე შავ ზღვამდე, პლუს ზღვისპირა კლარჯეთი - ლაზეთ-ჭანეთი.

ტაო, შესაბამისად წარმოადგენს ჭოროხის აუზის ზედა ტერიტორიას, რომელიც იწყება მდინარე იმერხევისა და ჭოროხის შესართავიდან ვიდრე ბაიბურთის ჩათვლით. ტაო თავის მხრივ იყოფა სპერისა და ტაონის ტერიტორიებად.

ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები, რომელთა დიდი ნაწილი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.

ქართულ სახელმწიფოში შედიოდა ასევე ბასიანის მხარე რომელიც წარმოადგენს ისტორიული სასომხეთის ნაწილს, ხოლო კოლა, არტაანი და ერუშეთი კი ეს ჯავახეთის ფართო გაგებით ნაწილია რომელიც ასევე შედის ზემო ქართლის ანუ მესხეთის მხარეში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტაო-კლარჯეთის ისტორია.
ტაო-კლარჯეთი X საუკუნეში

ტაო-კლარჯეთის მხარე თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე გადადიოდა ხან ერთი ხან მეორე სახელმწიფოების გავლენის ქვეშ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]