ბაგრატ I კურაპალატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატ I.
ბაგრატ I
კურაპალატი
ტაო-კლარჯეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 826
მმართ. დასასრული: 876
წინამორბედი: აშოტ I დიდი
მემკვიდრე: დავით I კურაპალატი
შვილები: დავით
ადარნასე
აშოტ
დინასტია: ბაგრატიონი
მამა: აშოტ I დიდი

ბაგრატ I კურაპალატიტაო-კლარჯეთის მთავარი (826–876), ძე აშოტ I კურაპალატისა.

დაახლოებით 830 ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო „ქართველთა კურაპალატის“ ტიტული.[1] 841 წლისთვის ბაგრატ I-ს უკვე გათავისუფლებული ჰქონდა არაბებისგან მთელი მესხეთი. იბრძოდა მთელი ქართლის შემოსაერთებლად. ამ მიზნით 843 მიეშველა არაბთა ხალიფის სარდალს მუჰამად იბნ ხალიდს თბილისის ამირა საჰაკისა და მისი მოკავშირე კახელების წინააღმდეგ ბრძოლაში. დაბა რეხთან დამარცხების შემდეგ ბაგრატ I ტაო-კლარჯეთში დაბრუნდა და მალე თვით საჰაკის მოკავშირე გახდა. ქართლში ბუღა თურქის ლაშქრობისას (853) ბაგრატ I არაბებს მიემხრო და მონაწილეობდა საჰაკის შეპყრობასა და ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფის ლაშქართან ბრძოლაში კვერცხობთან, მაგრამ ქართლში გაბატონება ამჯერადაც ვერ შეძლო.

გარდაიცვალა 876 წელს. დარჩა სამი ვაჟი: დავითი, ადარნასე და აშოტი.[2]

ბაგრატ I-ის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდებოდა აშოტ I-ის მიერ დაწყებული დიდი საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი გრიგოლ ხანძთელი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტაო-კლარჯეთის სამეფო ტახტზე ავიდა ბაგრატი (შემდგომში ბაგრატ I). მასაც ბიზანტიის კეისარმა მიხეილ II-მ კურაპალატის ტიტული უბოძა.
  2. ტარიელ მუმლაძე, ქართველ მეფეთა ქრონოლოგია, თბილისი, 2008, გვ. 84.
წინამორბედი:
აშოტ I დიდი
ტაო-კლარჯეთის მეფე
826 - 876
შემდეგი:
დავით I