ვანის ტბა
გარეგნობა
![]() კუნძული აღთამარი და წმინდა ჯვრის საკათედრო ტაძარი | |
კოორდინატები: 38°38′ ჩ. გ. 42°49′ ა. გ. / 38.633° ჩ. გ. 42.817° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1646 მ |
ფართობი | 3,7 ათ. კმ² |
მოცულობა | 607 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 145 მ |
მარილიანობა | 19,1 ‰ |
![]() |
ვანი (თურქ. Van Gölü, სომხ. Վանա լիճ, ქურთ. Gola Wanê) — გაუდანიარი ტბა აღმოსავლეთ თურქეთში. მდებარეობს სომხეთის მთიანეთში, ზღვის დონიდან 1646 მეტრის სიმაღლეზე. ფართობი დაახლ. 3,7 ათ კმ², სიღრმე 145 მეტრამდე. ვანის ტბის ქვაბული ძირითადად ტექტონიკური წარმოშობისაა, თუმცა ტბის წყალი დაგუბდა ვულკანების სიუფჰანისა და ნემრუთის ამოფრქვევის პროდუქტებით, რომლებმაც ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაპირები წარმოქმნა. ვანის წყალი მარილიანია (19,1‰). განვითარებულია მარილის გამოხდა, ნაოსნობა (სარკინიგზო ბორანი ანკარა – თავრიზის ხაზზე). აღმოსავლეთ ნაპირზეა ქალაქი ვანი.[1]
-
თანამგზავრული ფოტო
-
შუა საუკუნეების სომხური ხაჩქარი ტბის სიახლოვეს
-
ხედი სარკინიგზო ბორნიდან, 1987
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ван // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 570.