გურჯი-ბოღაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურჯი-ბოღაზის უღელტეხილი
გურჯი-ბოღაზის უღელტეხილი 1968 წლის საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე
გურჯი-ბოღაზის უღელტეხილი 1968 წლის საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე
კოორდინატები: 40°08′08″ ჩ. გ. 41°25′42″ ა. გ. / 40.135722° ჩ. გ. 41.428583° ა. გ. / 40.135722; 41.428583
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
სიმაღლე 1889 
გურჯი-ბოღაზი — თურქეთი
გურჯი-ბოღაზი

გურჯი-ბოღაზი (თურქ. Gürci boğaz — „საქართველოს ყელი“) — თურქული სახელწოდება ხეობისა და უღელტეხილისა, რომელიც კვეთს მდინარე ყარა-სუს (მდ. ევფრატის სათავე) და მდინარე ჭოროხის შენაკად თორთუმ-ჩაის წყალგამყოფ ქედს. გურჯი-ბოღაზზე გადიოდა ერზრუმიდან საქართველოში მომავალი მაგისტრალური გზა.

ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს:

ვიკიციტატა
„ხოლო ამის (თორთომის) დასავლით და შიფაქლუს მთის იქით გურჯი-ბოღაზის ხეობა ანუ საქართველოს ყელისა: რამეთუ ოდეს დაიპყრეს ოსმალთა აზრუმ, მიერ ჟამით უწოდეს სახელი ესე. სიგრძით არს დევაბოინის მთიდამ სპერის მდინარემდე. გამოსდის დევაბოინის მთასა, მოდის სამხრიდამ ჩდილოთ, და ხენძორეთის გადასწვრივ არს გურჯი-ბოღაზი დასავლეთით, და ესე ხევი არს საზღვარი, ბაიბურდის მთამდე, საქართველოსა და ბერძენთა. და ხეობა ესე არს ფრიად ვიწრო, კლდიანი და ტყიანი.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 243)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]