ადარნასე I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადარნასე.
ბაგრატიონების გვარის გენეალოგიური ხე ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით

ადარნასე I, ადარნერსე, ადარნასე ხელმწიფე (გ. 867) — აშოტ დიდის უფროსი ძე, ქართველ ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს მამამთავარი, ბაგრატ I კურაპალატისა და გვარამ მამფლის ძმა და თანამმართველი. ძმებთან ერთად იბრძოდა არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ასახულია, თუ როგორ ამხელს გრიგოლი ადარნასეს, ცოლის, ბევრელის გაშვების გამო.

არამედ ადარნერსე ხელმწიფესა უფროჲსი ვნებაჲ შეამთხვია მტერმან, რომელიცა იყო ძე აშოტ კურაპალატისაჲ. რამეთუ შესმენითა მეძვისა ქალისაჲთა, რომლისა თანა იმრუშებდა იგი, უსამართლოდ განიშორა სიცრუითა სიძვისაჲთა სარწმუნოჲ ცოლი თვისი და წარგზავნა ქვეყანად თვისად აფხაზეთად, ვინაჲცა მოეყვანა იგი.

ხოლო ქრისტემან მონასა თვისსა, გრიგოლს, გამოუცხადა ყოველი იგი უსამართლოებაჲ, რომელიცა შეამთხვიეს უბრალოსა მას დედუფალსა. ამისთვისცა მრავალგზის მხილებაჲ მიაწია ნეტარმან გრიგოლ ადარნერეს ზედა. არამედ ხელმწიფე იგი ცუდითა თავმოთნეობითა იძლია და მხილებაჲ მართლისა მის კაცისაჲ არა თავს იდვა, არამედ შესძინა ძვირი ძვირსა ზედა თვისსა და სხვაჲ ცოლი შეირთო.

მაშინ მამამან გრიგოლ უწინაჲსწარმეტყველა ბრალთა მათთვის, რაჲ-იგი შემთხვევად იყო მისდა მიშვებითა ღმრთისაჲთა. და ჰრქვა ესრეთ:

- არა სმენისათვის სიტყვათა ჩემ გლახაკისათა, მიეცე ბოროტთა სენთა, და რომელ აწ ძენი გესხნენ, იგვემნენ ეშმაკთაგან, და ვერ განიკურნო შენ და ვერცა შვილნი იგი შენნი, ვიდრე არა შეინდოთ დედუფლისა მისგან, უსამართლოდ გაპატიჟებულისა მხევლისა მის ღმრთისა. დაღაცათუ ხორცთაგან განვიდეს იგი, არამედ საფლავთაგან მისთა შე-ვე-ინდონ შვილთა შენთა. ხოლო შემასმენელი იგი მეძავი ადრე განაქიქოს ქრისტემან უფროჲს ყოველთა ცთომილთაჲსა ლირწად წარმდებებისა მისისათვის და უკეთურებისა.

ხოლო ადარნერსე სიტყვათაგან ნეტარისა გრიგოლისთა ფრიად შეშინდა და შეუვრდა წმიდასა მას. ხოლო მან აღადგინა და ჰრქვა:

- ქრისტემან შენდობაჲ ბრალთაჲ მოგეცინ შენ, არამედ ესე უწყოდე: თქმული ჩემი აღესრულოს ჟამსა თვისსა, რაჲთა გულისხმა ყონ ყოველთა ნაყოფი ურჩებისაჲ.

და შემდგომად მცირედთა დღეთასა შეემთხვია ადარნერსეს სენი ტეხისაჲ წრდიალი, რომელსა ჰრქვიან ნიკრისი, და ტკივილთა მათგან იგვემებოდა მწარედ, რამეთუ მუნ ჟამადმდე ყოვლად უვნებელ იყო იგი. და მსწრაფლ ხოლო წარავლინა კაცი კეთილი, რომელსა ერქუა კუპრა, წინაშე დედუფლისა მის შენდობისა თხოვად.

და ვითარ მიიწია მოციქული იგი ადარნერსესი ფერსათს, სადაცა არს აწ საფლავი მისი, და იხილა დედუფალი იგი თვისი დიდსა შინა მონაზონებასა, რომელიცა იყო ასული ბაგრატ შაროელისა ხელმწიფისაჲ, რამეთუ სამოსლად მისა იყო შეურაცხი ჩოხაჲ და ემოსა მას წმიდაჲ სქემაჲ და ტვირთი დიდი შეშისაჲ ეკიდა და სახიდ თვისად მიაქვნდა სანატრელსა მას, რომელსა პირველ სახელი ეწოდა ბევრელი და მერმე ანასტასია, რამეთუ მან სრულიად სირცხვილეულ ყო ეშმაკი. და აწ კურნებასა ჰპოვებენ მორწმუნენი მადლითა მისითა, მი-რაჲ-აქვს მიწაჲ ევლოგიად საფლავთაგან მისთა.

ესე რაჲ იხილა კაცმან მან მოციქულმან, იცნა და შეუვრდა ადარნერსეს მაგიერ და ჰრქვა:

- ქრისტეჲს ნებისმყოფელო, გევედრების, შეიწყალე უფალი ჩემი სამართლად ღმრთისაგან განპატიჟებული შენ ძლით და ნუ სწყევ მას, არამედ შეუნდვენ დიდნი ბრალნი მისნი!

ხოლო მან ჰრქვა:

- გეფიცები ქრისტესა, არაოდეს აღმოსრულ არს წყევაჲ პირსა ჩემსა და არცა მას ვსწყევ. ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ხორცით.

და მსწრაფლ ხოლო განიკურნა ადარნერსე, რამეთუ კაცმან მან მოციქულმან დაისწავა ჟამი იგი, ოდესცა ულოცა უფალსა მისსა და, მო-რაჲ- ვიდა, პოვა იგი ყოვლად უვნებელი და სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა.

არამედ შემდგომად წელიწადთა არამრავალთა ადარნერსე ხელმწიფესა რაჲ ესხნეს ძენი, გურგენ კურაპალატი და სუმბატ, მტერისაგან ფრიად იტანჯებოდეს. და მსწრაფლ ხოლო წარავლინნა იგინი ფერსათს სამოსლითა საგლახაკოჲთა და შესაწირავითა სახელმწიფოჲთა ლოცვად საფლავსა მას სანატრელისა დედუფლისასა, რამეთუ გარდაცვალებულ იყო იგი. და ჟამს ილოცეს, სრულიად განიკურნნეს სიტყვისაებრ ნეტარისა გრიგოლისა და სიხარულით წარვიდეს სახიდ თვისა და ადიდებდეს ქრისტესა, ღმერთსა ყოველთასა.

მას ჰყავდა სამი ძე: გურგენ I კურაპალატი, აშოტ კეკელა და სუმბატ არტანუჯელი (ანთიპატოს-პატრიკი გ. 867 წ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]