ბაგრატ II (ქართველთა მეფე)
ბაგრატ II „რეგვენი“ | |
---|---|
ქართველთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 958 |
მმართ. დასასრული: | 994 |
წინამორბედი: | სუმბატ I |
მემკვიდრე: | გურგენი |
ამიერ ტაოს ერისთავთ-ერისთავი | |
მმართ. დასაწყისი: | 937 |
მმართ. დასასრული: | 994 |
წინამორბედი: | სუმბატ I |
მემკვიდრე: | გურგენი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | სუმბატ I |
ბაგრატ II რეგვენი, ერისთავთა შორის ბაგრატ III (გ. 994) — ძე სუმბატ კურაპალატისა, ბაგრატიონი, ჯერ ერისთავთერისთავი 937 – 958, შემდეგ ქართველთა მეფე 958-994. ზედწოდება „რეგვენი“, როგორც ჩანს, ტახტზე ასვლის დროს მეტისმეტი ახალგაზრდობის გამო შეერქვა. 990 ბაგრატ II დავით III კურაპალატს დაეხმარა ადარბადაგანის ამირა მამლანისა და სხვა ამირების შეერთებული მხედრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქ. ვალაშკერტთან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 128.
- ბოგვერაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 315-316.
წინამორბედი: დავით II |
ტაო-კლარჯეთის მეფე 937 - 994 |
შემდეგი: გურგენი |