ბაგრატ I (აფხაზთა მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატ I.
ბაგრატ I
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 887
მმართ. დასასრული: 893
წინამორბედი: ადარნასე შავლიანი
მემკვიდრე: კონსტანტინე III
გარდ. თარიღი: 893
მამა: დემეტრე II


ბაგრატ I, „აფხაზთა სამეფოს“ მეფე (887—893), მეფე დემეტრე II-ის ძე.

გიორგი I-ის სიკვდილის შემდეგ ბაგრატის, როგორც ტახტის მემკვიდრის, წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს ქვრივმა დედოფალმა და იოანე შავლიანმა. ბაგრატ I-მა თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. ბიზანტიის კეისრის დახმარებით ბაგრატ I დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, მოკლა მეფე ადარნასე, ძე იოანე შავლიანისა, ტახტი დაიჭირა და ადარნასეს ქვრივი (გვარამ მამფლის ასული) შეირთო ცოლად. 885 ბაგრატ I-მა ბიზანტიიდან დააბრუნა ცოლისძმა ნასრა და მას ტაო-კლარჯეთის მფლობელთა წინააღმდეგ თავისი ლაშქარი მიაშველა. ბაგრატ I-ის ეს ღონისძიება კლარჯეთში დამკვიდრებას ისახავდა მიზნად, მაგრამ უშედეგოდ დამთავრდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 2, გვ. 127-128, თბ., 1977
წინამორბედი:
ადარნასე შავლიანი
აფხაზეთის მეფე
887 - 893
შემდეგი:
კონსტანტინე III