პრინსტონის უნივერსიტეტი
პრინსტონის უნივერსიტეტი | |
---|---|
ლათ. Universitas Princetoniensis | |
![]() | |
![]() | |
![]() | |
დევიზი | Dei Sub Numine Viget - ღმერთის ძალით ის ყვავის[1] |
დაფუძნდა | 1746 |
დამფუძნებელი (-ები) | John Witherspoon |
ტიპი | კერძო |
ფონდები | 25 944 283 000[2] |
სტუდენტი | 6 885 |
მისამართი | 1 Nassau Hall, Princeton, NJ, 08544-0070[2] |
მდებარეობა | პრინსტონი |
ქალაქი | პრინსტონი |
შტატი | ნიუ-ჯერსი |
ქვეყანა | აშშ |
ფერები | Princeton orange[3] [4] |
კავშირები | აივი ლიგა, ORCID[5] , Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[6] , Center for Research Libraries[7] , Coalition for Networked Information[8] , Consortium of Social Science Associations[9] და arXiv[10] |
კარნეგის კლასიფიკაცია | doctoral university: highest research activity[11] , majority undergraduate[11] , research doctoral: comprehensive programs, no medical/veterinary school[11] , four-year, medium, highly residential[11] , arts & sciences plus professions, high graduate coexistence[11] და four-year, full-time, more selective, lower transfer-in[11] |
princeton.edu |
პრინსტონის უნივერსიტეტი (Princeton University) — მდებარეობს პრინსტონში, ნიუ-ჯერსიში და სიძველით მეოთხე უმაღლესი სასწავლებელია აშშ-ში. პრინსტონი ასევე ერთ-ერთია აივი ლიგის რვა უნივერსიტეტთაგან. დაარსდა, როგორც ნიუ-ჯერსის კოლეჯი 1746 წელს და თავდაპირველად მდებარეობდა ელიზაბეთში, ნიუ-ჯერსი, შემდეგ 1747 წელს გადავიდა ნიუარკში. სკოლამ პრინსტონში გადაინაცვლა 1756 წელს. მისი სახელი ოფიციალურად გადაკეთდა „პრინსტონის უნივერსიტეტად“ 1896 წელს. თავდაპირველად პრესბიტერიანელთა დაწესებულება იყო, თუმცა ნებისმიერი რელიგიური დენომინაციის სტუდენტებს შეეძლოთ დასწრება. ამჟამად უნივერსიტეტი არასექტარულია. აუცილებელი სალიტურგიო დასწრება შემცირდა ორამდე დღეში 1882 წელს, ხოლო 1964 წელს კი ეს მოთხოვნა საერთოდ გაუქმდა. უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს პრინსტონის თეოლოგიურ სემინარიასთან (უწინ სკოლის ნაწილი) და უესტმინსტერის ქორის კოლეჯთან რაიდერის უნივერსიტეტში.
მდებარეობს რა ვრცელ კამპუსზე ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ გარეუბანში, პრინსტონი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და მოხალისეთა წამოწყებებს. კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაში, რობოტიკაში, გეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში. საბაკალავრო კოლეჯთან ერთად პრინსტონს აქვს არქიტექტურის, საინჟინრო, საზოგადო და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლები. მის ფორესტალ კამპუსზე პლაზმური ფიზიკისა და მეტეოროლოგიური კვლევის ლაბორატორიებია. 1948 წელს გაიხსნა ჰარვი ფაირსტოუნის მემორიალური ბიბლიოთეკა, რომელშიც უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმთან ერთად მრავალი უნიკალური კოლექციაა გამოფენილი.
პრისტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან: მიშელ ობამა, ჯეიმზ მედისონი, ვუდრო უილსონი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა ალბერტ აინშტაინი.
2001-დან 2016 წლამდე პრისტონის უნივერსიტეტი საუკეთესო ორს შორის იყო U.S. News & World Report-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში (14-ჯერ პირველი ადგილი, ორჯერ მეორე).[12] U.S. News-მა 2016 წელს პრისტონის უნივერსიტეტი საუკეთესოდ დაასახელა აშშ-ში.[13] 2014-2015 წელს Times Higher Education-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში პრისტონმა მეშვიდე ადგილი დაიკავა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის.[14] QS World University Rankings-ის მიხედვით პრისტონი მეცხრეა მსოფლიოს და მეხუთე აშშ-ის უნივერსიტეტებს შორის.[15]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პრინსტონის უნივერსიტეტი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Princeton Profile, 2015-16, Princeton. ციტირების თარიღი: October 12, 2015. თარგი:Self-published source
- ↑ 2.0 2.1 Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
- ↑ https://www.pantone.com/color-finder/158-C
- ↑ https://communications.princeton.edu/guides-tools/logo-graphic-identity
- ↑ ORCID iD — 2012. — ed. size: 11496507
- ↑ https://sparcopen.org/who-we-are/members/
- ↑ http://www.crl.edu/membership/members
- ↑ https://web.archive.org/web/20200122180935/https://www.cni.org/about-cni/membership/members
- ↑ https://www.cossa.org/members/
- ↑ Our Members / Tier 1
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
- ↑ The Daily Princetonian, August 16, 2010.. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 30, 2014. ციტირების თარიღი: ივლისი 25, 2016.
- ↑ U.S. News Best Colleges Rankings. U.S. News & World Report. ციტირების თარიღი: June 6, 2015.
- ↑ THE World University Rankings 2014–15. Times Higher Education. ციტირების თარიღი: June 6, 2015.
- ↑ Top Universities in the World 2014/15. QS Quacquarelli Symonds Limited. ციტირების თარიღი: June 6, 2015.