თანატოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თანატოსის სკულპტურა, ეფესოს ტაძარი

თანატოსი, თანატ, ფანატ (ბერძნ. Θάνατος, სიკვდილი) — ბერძნულ მითოლოგიაში წარმოადგენს სიკვდილის ღმერთს, ნიქტის (ღამე) და ერებოსის (წყვდიდი) შვილი. ჰიპნოსის (ძილი) ტყუპისცალი ძმა. ცხოვრობს სამყაროს დასასრულში. მოიხსენიება „ილიადაში“ (XVI, 454).

თანატოსს აქვს რკინის გული და ამიტომაც არავინ არ ებრალება. თანატოსის კულტი არსებობდა სპარტაში.

თანატოსს ხშირად გამოსახავდნენ ფრთოსან მოზარდად, რომელსაც ხელში ჩამქრალი ჩირაღდანი უჭირავს. მასზეა მიძღვნილი LXXXVII ორფიკული ჰიმნი. თანატოსი უკავშირდება ევრიპიდეს ტრაგედია „ალკესტიდას“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]