ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთხვის ჩრდილოეთით, 2 კმ-ზე, მაღალი მთის ფერდობზე, სასაფლაოზე.

ეკლესია დარბაზულია (11,5 X 6,6 მ), ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთით და ჩრდილოეთით (გადაკეთებულია ნიშად). აფსიდი არასრული ნახევარწრეა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე გვერდზე თითო თაღიანი ღრმა ნიშია. ორი სარკმელი სამხრეთითაა, ერთი - დასავლეთით, კედლის ზედა ნაწილში. მოხატულობიდან აფსიდის კონქში მხოლოდ მაცხოვრის გამოსახულების კვალი ჩანს.

სამრეკლო (3,5 X 3,5 მ) ეკლესიიდან სამხრეთით 20 მეტრზე იდგა. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და აგურით. ძლიერ იყო დაზიანებული: ჩამოქცეული იყო გუმბათოვანი გადახურვა, შემორჩენილი იყო მხოლოდ სვეტები და მათზე გადაყვანილი აგურის შეისრული თაღები. სამრეკლოს აღმოსავლეთის და სამხრეთის ღიობები ამოშენებული იყო ნატეხი ქვით.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7232

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]