ლაზიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაზიკა (მრავალმნიშვნელოვანი).
ლაზიკის სამეფო

ლაზიკა — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი პროვინცია. მოიცავდა ტერიტორიას მდ. რიონის ქვემო დინებასა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის (გვიანდელი გურია, საჯავახო-საჩინოს ჩათვლით და შავი ზღვის აჭარის სანაპირო მხარე).

ბიზანტიელი ავტორები დასავლეთ საქართველოს ლაზიკის სამეფოს უწოდებდნენ. პროკოპი კესარიელის მიხედვით, ეს ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი ყოფილა, ხოლო აგათია სქოლასტიკოსი ლაზიკის ტერიტორიაზე ასახელებს ტელეფისის ციხეს. იქვე ყოფილა ქიტროპოლია, თიხის ჭურჭლეულით სავაჭრო ადგილი. VI საუკუნის II ნახევარში ლაზიკაში შენდება ცნობილი ციხე-ქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრი პეტრა.

ვიკიციტატა
„ლაზიკა, პროკოფის ცნობით, იწყება იქ, სადაც „პონტო თავდება“. აქ ქმნის ნახევარმთვარის მსგავს ნაპირს და ამ ნახევარმთავრის გადასავალი უდრის 550 სტადიონს. ხოლო მის უკან მდებარე ქვეყანა არის ლაზური და ასეც იწოდება. მათ შემდეგ შიდა ხმელეთზე მოდის სკვიმნია და სვანია. ამ ქვეყნის გვერდით, იბერიის გასწვრივ ცხოვრობენ მესხები. იქ მაღალი მთებია, გავრცობილი კავკასიის მთებამდე, ამათ უკან აღმოსავლეთით არის იბერია, რომელიც პერსარმენიელებამდე აღწევს“
(პროკოპი კესარიელი)

VIII საუკუნიდან ლაზიკის პროვინციის უდიდესი ნაწილი გურიის სახელით მოიხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 106, თბ., 1983 წელი.
  • ჯავახიშვილი ივ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979;
  • ლომოური ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968;
  • გეორგიკა II, გვ. 127