ზემო აჭარა
იერსახე
ზემო აჭარა — ისტორიული მხარე საქართველოში, აჭარაში, მდინარე აჭარისწყლის ხეობის ზემო წელი. ზემო აჭარა „ზეგანის“ სახელითაც არის ცნობილი. მოქმედი ადმინისტრაციული დაყოფით მოიცავს ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსმალეთის ბატონობის პერიოდში არსებობდა ზემო აჭარის ლივა.[1] 1878-1883 წლებში ზემო აჭარის უბანი შედიოდა ბათუმის ოლქის აჭარის ოკრუგში. 1878 წელს ზემო აჭარაში იდგა 1727 სახლი; აღრიცხული იყო 5810 მუსლიმი მამაკაცი. კაზაში შედიოდა 22 სოფელი, 85 კვარტალი, 30 მეჩეთი, 105 წყლის წისქვილი, 15 დუქანი და 2 ყავახანა. 1883 წლიდან ბათუმის ოკრუგში. 1924 წელს ჩამოყალიბდა ხულას მაზრის სახით, რომელსაც 1952 წელს გამოეყო შუახევის რაიონი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიხარულიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 343.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 506.
- ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შაშიკაძე ზ., მახარაძე მ., აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები, თბ., 2011.