შინაარსზე გადასვლა

ხადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხადა

ხადის ხეობა. ხედი ლომისის მთიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი მცხეთა-მთიანეთის მხარე
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ხადა — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მდინარე მთიულეთის არაგვის სათავეებთან (მისი მნიშვნელოვანი ნაწილი თავსდება ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მცირე ნაწილი — ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე), ისტორიული თემი.

ხალხური ლექსი: „არ ვიცი ხანდო-ჭართალი, გუდამაყარი სად არი, ხადაში გამიგონია სამოცი ციხე მაგარი“.

ცხავატთან ერთად ქმნიდა ეთნოგრაფიულ მთიულეთს. ადგილობრივი განსაზღვრით სახელწოდება „ხადა“ ნიშნავს მთას, მთიან ადგილს, ვარაუდით მისი ძველი სახელწოდებაა წილკანი. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით ხადა იგივეა, რაც ციკარა („ადგილი კლდოვანი და 60 კოშკოვანი“). ხადის ხევი დასახლებულია ნეოლითის ხანიდან. შუა საუკუნეებში ხადა უპირატესად არაგვის საერისთავოს შემადგენელი ნაწილი იყო. XIII საუკუნის დასაწყისში ხადელები თამარ მეფის ხელისუფლების დასაცავად ებრძოდნენ აჯანყებულ დიდოელებსა და ფხოველებს. XIII საუკუნის დასასრულს ხადა გახდა მონღოლთა დამსჯელი ჯარის თარეშის ობიექტი. მთიულეთის აჯანყების (1804) დროს პირველი შეტაკებები მთავრობის ჯარებთან ხადაში, სოფელ კაიშაურნთან (ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი) მოხდა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხადა&oldid=4644753“-დან