ხევსურეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხევსურეთი
მუცო
მუცო
KhevsuretiHistorical.svg
ადმ. ცენტრი ბარისახო, შატილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 1
ფართობი 1 050 კმ²
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ხევსურეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე, ჩრდილოეთის განედის 42°25'-42°27' და აღმოსავლეთი გრძედის 44°48'-45°18' შუა. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კვ. კმ. ფართობი.

აღმოსავლეთიდან ხევსურეთს ესაზღვრება ჩეჩნეთი და თუშეთი, სამხრეთით — ფშავი, დასავლეთით — ხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ჩრდილოეთით კი — ინგუშეთი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის, შატილის და არხოტის.

სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავლებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით.

ბუნება[რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება]

კავკასიონის ქედის ის მონაკვეთი, რომელიც იწყება ჭიუხიდან ვიდრე მთა ბორბალომდე, ცნობილია ხევსურეთის ქედის სახელით. ხევსურეთის ქედი ხევსურეთს ორ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მხარედ ანუ პირიქითა ხევსურეთად და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარედ ანუ პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება: მიღმახევის, შატილის და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთი — არაგვის ხეობისაგან.

პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის წყალგამყოფი არხოტის თავია (3050 მ.), რომელზეც გადის არხოტ-როშკის გადასასვლელი ბილიკი. სწორედ არხოტის თავიდან და ანატორის მთებიდან იღებს სათავეს ხევსურეთის არაგვი, ხევსურეთის არაგვის ხეობაშია მოქცეული პირაქეთა ხევსურეთი.

იმ უღელტეხილთა შორის, რომლითაც ხევსურეთი თუშეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს უკავშირდება, აღსანიშნავია: შიბუ-ღელე (3447 მ.), ამ უღელტეხილით გადავდივართ მდინარე შან-ჩოჩის ხეობაში. ეს მდინარე არმხის (ქსიტაურის) მარცხენა შენაკადია. შიბუ ღელედან გადავდივართ აგრეთვე სალაშქროს-ღელეზე, აქედან კი პირდაპირ მდინარე არმეხის სათავეებში. შიბუ-ღელეთი და ნალაშქროს-ღელეთი ხევსურეთი ინგუშეთს უკავშირდება. ეს ორივე გზა ინგუშეთისაკენ მდინარე არხოტის ხეობიდან იზრდება.

აწუნთის უღელტეხილით გადავდივართ თებულოში (თუშეთში), აქედან ბილიკი გადის თუშეთზე და ჩადის სოფელ ჩამლაში, შემდეგ მიუყვება აღმართს ჩამღის გადასასვლელისაკენ და ჩადის ჩეჩნეთში.

არაგვის ხევსურეთი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : არაგვის ხევსურეთი.

დასახლებებია:

მდინარეები

პირაქეთა ანუ არაგვის ხევსურეთში მთავარი მდინარეა — ხევსურეთის არაგვი. მისი შენაკადებია:

არხოტის ხევსურეთი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : არხოტის ხეობა.

არხოტის ხეობა შემოსაზღვრულია მაღალი მთებით. არხოტის ხეობაში ჩამონადენი წყლები მდინარედ ერთდება და მასაც არაგვს უწოდებენ. მდინარე არხოტის სათავე იწყება ცირცვლოვანისა და ჭიმღას წყლებისაგან, რომლებიც ჩრდილოეთისაკენ მიედინებიან, მას ერთვის კოლოთანის წყალი, ტანიის წყალი, ბისნის წყალი, ტერღის წყალი და თათელის წყალი. შემდეგ ეს მდინარე შედის ქისტეთში და იქ მას ასას უწოდებენ. აქვეა არხოტისა და ქისტეთის საზღვარი, რომელსაც საქარის მაღალი ჰქვია. არხოტის ხეობაში მცხოვრებ პირიქითა ხევსურებს „არხოტიონებს“ უწოდებენ.

არხოტის ხევსურეთი დასახლებებია: ახიელი, ამღა და ჭიმღა (გაუკაცრიელდა).

მთები და უღელტეხილები
მდინარეები

პირაქეთა ხევსურეთის არხოტის ხეობაში მთავარი მდინარეა — არხოტისწყალი(მდ. ასა). მისი შენაკადებია:

შატილის ხევსურეთი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შატილის ხეობა.

მიღმახევის ხევსურეთი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მიღმახევი.
მთები და უღელტეხილები
  • მთებია:
  • უღელტეხილებია:
  • ქედებიდან აღსანიშნავია
მდინარები

პირაქეთა ხევსურეთის მიღმახევის ხეობაში მთავარი მდინარეა — ანდაქისწყალი. მისი შენაკადებია:

გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება]

ხევსურეთის მთები უმთავრესად პალეოზოური ასაკის კრისტალური ფიქლებისა და იურული ასაკის თიხაფიქლებისაგან შედგება. ყველა ეს ფიქლები განსაკუთრებით კი იურული ასაკისა, ტკეჩვადობის გასწვრივ ადვილად იმსხვრევა. ის საშენ მასალადაც გამოიყენება. ინტრუზიული სხეულებიდან აქ ვხვდებით: დიაბაზს, გრამოდიორიტებს და დიორიტებს, ვულკანური წარმონაქმნებიდან ბაზალტს.

სასარგებლო წიაღისეულებიდან გვხვდება მცირე გამოსავლები ტყვია ცინკისა და სპილენძის გამადნებისა. მოსაპირკეთებელ მასალებად ვარგისია აქ არსებული დიაბაზური და ბაზალტური სხეულები.

ჰავა[რედაქტირება]

ჰავა და კლიმატური პირობები ხევსურეთის სამივე ხეობაში არაერთგვაროვანია. ხევსურეთის ჩრდილოეთი მხარე (არხოტ-შატილ-არდოტი) სამხრეთთან (არაგვის ხეობა) შედარებით უფრი ცივი და სუსხიანია. პირიქითა ხევსურეთის სიმაღლე ზღვის დონიდან 2800-4500 მ-ს აღწევს და ამდენად, ალპური ჰავის ზოლს ეკუთვნის. აქ მთელი წლის მანძილზე ცივი ამინდებია. ზამთარი სუსხიანია და თოვლიან-ყინვიანი. იანვრის ტემპერატურა მინუს 12-18 გრადუსია. გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა — ადრე. ზაფხული გრილია (ივლისის საშუალო ტემპერატურა პლიუს 10-14 გრადუსია), მოკლე და ნესტიანი. პირაქეთა ხევსურეთში ბარისახოსა და გუდანში ჰავა მიეკუთვნება მთის ტყეთა ჰავის ზოლს, სადაც ზომიერად ცივა. და წლის საშუალო ტემპერატურა +11 გრადუსია, ზაფხული თვილია შემოდგომა — მზიანი.

შიგა წყლები[რედაქტირება]

ხევსურეთი მდიდარია მინერალური წყლებით.

ნიადაგები[რედაქტირება]

მცენარეული საფარი[რედაქტირება]

ხევსურეთის მთის კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით. პირაქეთა ხევსურეთში იზრდება მუხა, ვერხვი, წიფელი, დგნალი, ტირიფი, მურყანი, არყი, ცაცხვი, ცირცელი, კაკალი, მსხალი, ვაშლი, ტყემალი, თხილი, ბალი, თელა, ღვია, ფიჭვი, უთხოვარი.

პირიქითა ხევსურეთი ტყით შედარებით ღარიბია. მაღლა იზრდება ფიჭვი და არყი. დაბლა — ცაცხვი, ცირცელი, დგნალი, თელა, კირცხალა, ქორაფი, იფანი, ლეკი, ღვია, დეკა, ტირიფი და მურყანი. ამ მხარეში მრავლადაა სუბალპური და ალპური მდელოები. სუბალპების მაღალბალახოვანი მდელო მდიდარია მცენარეთა სხვადასხვა სახეებით და იძლევა კარგ თივას.

ცხოველთა სამყარო[რედაქტირება]

ხევსურეთის კლდე-ტყეებში ბუდობენ ფრინველები: არწივი, სვავი, ყაჯარი, ბორა, იხვი, მტრედი, შაშვი, ჩხიკვი, ოფოფი, ყვავი, ბუ, მერცხალი, ქეროზა, პრანწია, მადოულიკა, კუდიტრისა, მწყერი, ტოროლა, როჭო, შურთხი, კაკაბი, ძერა, ორბი, სამურია, კუდბეჭეტა; გავრცელებულია ნადირი: მგელი, დათვი, ტურა, მელა, კურდღელი, კვერნა, მაჩვი, ტყის კატა, ციყვი, კინდოლი, ავაზა, ფსიტი (არჩვი), ჯიხვი; ქვეწარმავლებიდან: გველი და ხვლიკი, მღრღნელებიდან თაგვი; ამფიბიებიდან ბაყაყი.

ისტორია[რედაქტირება]

თუ ხევსურეთის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძველ ქართულ წყაროებში ხევსურეთი და ფშავი ერთად იხსენიება „ფხოვის“ სახელით. ხოლო აქ ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთები (ბრინჯაოს ნივთები) მიუთითებენ, რომ აქ ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში უცხოვრია ადამიანს.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ გვამცნობს, რომ ფხოვი მეოთხე საუკუნეში დასახლებული ყოფილა და წარმართ ფხოველებს ე. ი. ხევსურებსა და ფშაველებს ქრისტიანობა არ მიუღიათ. როგორც ჩანს, ფხოველები მეტად დაუმორჩილებელი და მებრძოლი ხალხი ყოფილა. მაგალითად, თამარ მეფის მეფობის უკანასკნელ წლებში ფხოველნი და დიდოელნი აჯანყებულან და მათ წინააღმდეგ თამარს ლაშქარი გაუგზავნია ივანე მხარგრძელის სარდლობით. ეს უკანასკნელი სასტიკად გასწორებია ფხოველებს და აჯანყებაც ჩაუხშია.

როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს „ქართლის ცხოვრებაში“, წინათ ქისტეთ-ჩეჩნები და ლეკები საქართველოსთან მეგობრულ კავშირში იყვნენ და ადმინისტრაციულად თუშ-ფშავ-ხევსურეთთან ერთად შედიოდნენ ხუნძახისა და პანკის-კვეტარის სამოურავოში.

XI საუკუნეში ხევსურეთი (ფხოვი), ჩეჩნეთი (ძურძუკეთი) და ინგუშეთი (ქისტეთ-ღლიღვეთი), ადმინისტრაციულად შედიოდა კახეთში და ექვემდებარებოდა კვეტარის საერისთავოს. ხევსურთა მებრძოლი ბუნება ვერ ეგუებოდა სხვათა მორჩილებას და XV საუკუნეში გასდგომიან გიორგი I დავითის ძეს (1471-1492). კახეთის მეფე ლევან II (1520-1574) უსისხლოდ მოუხერხებია ხევსუთა, ფშავთა და თუშთა შემორიგება, რადგან მათთვის კახეთის საძოვრები მიუცია.

XVIII საუკუნეში ხევსურები თეიმურაზ II-საც გასდგომიან (1744-1760). ხევსურთა დასამორჩილებლად მეფე ერეკლე II, თეიმურაზის ძე ჯარით მისულა მაგრამ მოუხერხებია ხევსურთა კვლავ უსისხლოდ შემორიგება.

ისტორიულად ხევსურები მუდამ იდგნენ საქართველოს სადარაჯოზე და მტკიცედ მებრძოლ ძალას წარმოადგენდნენ ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში. ისტორიამ, განსაკუთრებით ხალხურმა თქმულებებმა და ლექსებმა, შემოგვინახეს ხევსურთა გმირობის ამბები. მეფე ერეკლე II გამორჩეულად აფასებდა ხევსურთა თავდადებასა და მათ მებრძოლ ბუნებას. ხევსურეთს, როგორც ქისტეთ ჩეჩნეთისა და ლეკების მოსაზღვრეს, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა ჩრდილოეთი საზღვრის დასაცავად. როდესაც მეფე ერეკლემ ლეკების თარეშის ასალაგმავად მორიგი ლაშქრობა წამოიწყო, თუშ-ფშავ-ხევსურნი გაათავისუფლა სამეფო ბეგარისაგან, რადგან მათ ევალებოდათ ქისტეთ-ლეკეთის საზღვრის დაცვა.

საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795). მთიულეთის აჯანყებისა (1804) და 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება.

დემოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ხევსურები.

ხევსურეთს შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ამიტომ ნამრავლი იძულებულია სხვაგან გადასახლდეს და თავისი სარჩო იქ მოიპოვოს. ასე გაჩნდა ხევსურთა ახალშენები ხევში (ჯუთა), გუდამაყარში, ერწო-თიანეთში, კახეთში (გომბორი, შირაქი).

ცნობილია, რომ მჭიდრო კავშირი ინგუშ-ჩეჩნებსა (ვაინახებსა) და ქართველ მთიელებს შორის განაპირობებდა ერთი ეთნიკური ელემენტის მეორეში შეჭრას. მთიან ჩეჩნეთში ქართული ელემენტის არსებობაზე მიუთითებს გვარებიც: ხაიხაური, მუხაური, გადამაური, რომლებიც სოფელ მელხისტიდან არიან. ასეთივე ქართული წარმოშობისაა სოფლების შუნდი-მოხკის და ცაცახის მოსახლეობის ნაწილიც. ინგუშეთში მცხოვრები მელსაგოვებიც, რომლებიც ინგუშური გადმოცემით დამაარსებელი არიან ქალაქ „დზაუგისა“ (ეხლანდელი ვლადიკავკაზი), წარმოადგენენ ერტერთ შტოს ქართველი მარსაგიშვილებისა. ესეთივე არიან ევლოევები და ევკუროვები (პროფესორ აბრამ შავხელიშვილის მონაცემები). მეორეს მხრივ, მიგრაცია ჩეჩნურ-ინგუშური ეთნიკური ელემენტისა, მიმდინარეობდა ხევსურეთშიც. ეს მიგრაცია განპირობებული იყო ამა თუ იმ პერიოდში ჩეჩნეთ-ინგუშეთში შექმნილი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარებით.

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება]

რელიგია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

კულტურა[რედაქტირება]

მართალია, ხევსურეთი კახეთის სამოურავოში შედიოდა, მაგრამ ფაქტობრივად მას ხევისბერები განაგებდნენ თემური ადათ-წესების მიხედვით და თუ თემურ თავისუფლებას მეფის ხელისუფლებისაგან საფრთხე მოელოდა, ხევსურეთი მზად იყო გადადგომისა და ამბოხისათვის. ეს კუთხე მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდა და იქ კერძო მებატონეს ხელი არ ჰქონდა.

ხევსურეთის თემური თავშესაყარი და მთავარი ადგილი იყო გუდანი, სადაც გუდანის წმინდა გიორგის ჯვარი და დროშა ესვენა. აქ იხდიდნენ ხევსურები საღვთოს, აქვე იყო გუდანის ჯვრის ქადაგი, რომელიც ხალხს აცნობდა გუდანის ჯვრის ბრძანებას ლაშქრობისა და ზავის შესახებ.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება]

ხევსურეთში არსებულ ბუნებრივ კომპლექსებს განსაკუთრებული ეკოლოგიური, ისტორიულ-კულტურული და ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყნის კულტურა მეურნეობის ფორმებთან და ადგილობრივ ლანდშაფტთან კავშირში ვითარდება. ძველი მემკვიდრეობის სულიერ და მატერიალურ ფასეულობებს მიეკუთვნება ხევსურეთში ჯერ კიდევ ხევსურეთში არსებული არქიტექტურულ-კულტურული ძეგლები, რომლებიც ქართული ყოფით კულტურის მნიშვნელოვან ნიმუშებს წარმოადგენდნენ და კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე თავისი არსებობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საქმესაც ემსახურებოდნენ. პირიქითა ხევსურეთის ტერიტორიაზე განტავსებული ძეგლებისათვის დამახასიათებელი ისაა, რომ ისინი თავის თავში აერთიანებენ საფორტიპიკაციო, საკულტო და საყოფაცხოვრებო ორიგინალურ ნიმუშებს. ასეთ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნებიან შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკრის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, ანატორი, აკლდამები და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: