ვაკე (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაკე.

ვაკეიმერეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილის ისტორიული სახელწოდება (წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან). ტერიტორიულად მოქცეულია მდინარეების ცხენისწყალსა და რიონს შორის. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ ზედა პალეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ნასახლარები — ბორცვები, ე. წ. "გორიკები". ადრინდელი ფეოდალურ ხანაში ვაკის ტერიტორია ეგრისის სამეფოში შედიოდა, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ — იმერეთის სამეფოში. სამხედრო-ადმინისტრაციული დანაწილებით, ვაკე იმერეთის სამეფოს პირველი სადროშო იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]