ჭართალი (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭართალი.

ჭართალი, ჭართალეთი, ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მდ. მთიულეთის არაგვის შუა წელზე, სოფ. ანანურიდან მდ. ხანდოსხევამდე (ახლანდ. მცხეთა-მთიანეთის მხარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის თემის ტერიტორია). ზოგჯერ მთიულეთის ნაწილადაც მოიაზრება. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხანდო, სამხრეთით — ბაზალეთი, აღმოსავლეთით — ფშავი, ხოლო დასავლეთით — ქსნის ხეობა.

წყაროებიდან პირველად „ქართლის ცხოვრება“ იხსენიებს მირიან I-ის მეფობის ამბებთან დაკავშირებით (ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისი). მემატიანის ცნობით, ჭართალში მოსახლე მთიელები („კავკასიანნი“) დურძუკებს შეკავშირებიან და კახეთი და ბაზალეთი დაურბევიათ. 330-იან წწ. წობენში ქართველთა განმანათლებელმა წმ. ნინომ სხვა მთიელებთან ერთად ჭართლელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. 853 წ. არაბთა დამსჯელი ჯარი ბუღა თურქის სარდლობით ჭართალშიც ავიდა. 1210-იან წწ. თამარ მეფის წინააღმდეგ ფხოველთა და დიდოთა გამოსვლის დროს, ჭართალელნი სამეფო ხელისუფლების მხარეს იბრძოდნენ. შემდგომში ჭართალი არაგვის საერისთავოს ემორჩილებოდა; იყო მისი სამოურავო.

ჭართალის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ადრინდელი შუა საუკუნეების კომპლექსები:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღვინჯილია, ჯ., ქსე, ტ. 11, გვ. 385. თბ., 1987