ფოცხოვი
ფოცხოვი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, ხეობა შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ სამცხეში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ეკუთვნოდა ჯაყელთა ფეოდალურ საგვარეულოს. მოგვიანებით ჯაყელთა განაყოფი შტოს — ბოცოსძეთა სამფლობელო. ფოცხოვის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები იყო ყველისციხე და ჯაყის ციხე. აქვე იყო წურწყაბის საეპისკოპოსო ტაძარი. XVI საუკუნეში ფოცხოვი საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა დაიპყრო. შეიქმნა ადმინისტრაციული ერთეული ფოცხოვის ლივა, რომელიც იყოფოდა მზვარისა და ჩილდირის. ქვეადმინისტრაციულ ერთეულებად.
1878 წლიდან შედიოდა რუსეთის იმპერიაში, ყარსის ოლქის არტაანის ოკრგუში ფოცხოვის უბნის სახით. რუსეთთან შეერთებას მოჰყვა მოსახლეობის ემიგრაცია მუჰაჯირობის სახით. 1907 წლის მონაცემებით ფოცხოვის უბნიდან გადასახლდა 3752 სული[1] 1917 წლისთვის მოსახლეობა იყო 15 ათას ადამიანი, ქართველები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 387.
- ნოზაძე ვ., „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, თბ.: საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1989.
- სიხარულიძე ი., ტბელ აბუსერიძე, თბ., 1963;
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თაყაიშვილი ე. „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს.“ გვ 305