საარიშიანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საარიშიანო — ჰერი დიდებულის არიშიანისათვის დავით აღმაშენებლის მიერ სამფლობელოდ მიცემული ტერიტორია. XII-XIII საუკუნეებში გაერთიანებული საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო (სასაზღვრო პროვინცია) იყო და მოიცავდა ახლანდელი აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს (X საუკუნის შაქისა და ყაბალის სამეფოთა ტერიტორიას). ტერმინი „საარიშიანო“ სამეცნიერო ლიტერატურაში შემოტანილია ნიკოლოზ ბერძენიშვილის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
  • მუსხელიშვილი დ., კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII-XIII საუკუნეებში „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, 1967, ტ. 3;