საჩინო (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საჩინო.

საჩინო — ისტორიული მხარე ქვემო იმერეთში. მოიცავდა მდინარეების ყუმურისა და სულორის ხეობებს, აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა მდინარე კორისწყალი, დასავლეთით საჯავახოს მთები. იყოფოდა ზემო საჩინოდ და ქვემო საჩინოდ. მთლიანად მოიცავდა ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხს. საჩინოს სხვადასხვა დროს ფლობდნენ ჯერ ქვაბულისძეთა, შემდეგ ჩიჯავაძეთა ფეოდალური საგვარეულოები. ქობულიძეები საჩინოსთან ერთად ფლობდნენ საჯავახოსაც, სანამ ეს უკანასკნელი ჭილაძეების გახდებოდა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახუშტი ბატონიშვილი – აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგნ, ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ 4, თბილისი,1973 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 218 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417