ბაიდარი (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაიდარი.

ბაიდარი (ძვ. წყალთაშუა), ისტორიული მხარე ქვემო ქართლში. მოიცავდა მდინარე ქციის ორივე ნაპირზე გაშლილ ველს ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ არუხლოს (ძვ. ნახიდური) აღმოსავლეთით. XVII საუკუნეში ირანის შაჰებმა აქ თანდათან ჩამოასახლეს მაჰმადიანი ტომები, რომლებიც ცალკე სოფლებად სახლდებოდნენ და ქართველი მეფის ყმებად ითვლებოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ქსე, ტ. 2, გვ. 153, თბ., 1977