გუჯარეთი (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუჯარეთი.
ტიმოთესუბნის ეკლესიის სამხრეთ კარიბჭე, XIII საუკუნის დასაწყისი

გუჯარეთი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალით (კოლხური ცულის ყალიბი, ზოდები, თოხები) დასტურდება, რომ გუჯარეთის ხევი ადამიანის მიერ ბრინჯაოს ხანიდან იყო ათვისებული, ისტორიულ წარსულში გუჯარეთი შედიოდა თორის მხარეში. მონღოლთა ბატონობის პერიოდიდან დაკნინდა. XIV საუკუნეში სამეფო მამული იყო. XV საუკუნიდან ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. XVI საუკუნის ბოლოს გუჯარეთი ოსმალებმა დაიკავეს. მათი მფლობელობის პერიოდში ამ მხარის მოსახლეობა თითქმის მთლიანად შიდა ქართლში გადასახლდა. ოსმალთა განდევნის შემდეგ, XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება ამ მხარის ხელახალი დასახლება. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან აღსანიშნავია უზნარიანის, თოთხამის, მომწვარასი და სარბიელას ციხეები, ტიმოთესუბნის, დაბის, მაღალჯვარისა და სხვა მრავალი დიდი თუ მცირე ეკლესია-სამლოცველო და გამოქვაბულ-სახიზარი. გუჯარეთზე გადიოდა გზები, რომლებიც ჯავახეთსა და თრიალეთს შიდა ქართლთან აკავშირებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1964;