მუხურისი (მხარე)
მუხურისი — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს ცენტრალური პროვინცია. მოიცავდა იმერეთის ვაკე ტერიტორიას მდინარეების რიონსა და ცხენისწყალს შორის. ვარაუდობენ, რომ სახელწოდება „მუხურისი“ წარმოდგება ციხე „მუხურისიდან“ (ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია), რომელიც ამ მხარის უძველესი უნდა ყოფილიყო (VI საუკუნეში მხარის ცენტრი იყო უქიმერიონის ციხე). წყაროებში პირველად მოიხსენიება VI—VII საუკუნეებში. მუხურისი იყო მჭიდროდ დასახლებული, ეკონომიკურად დაწინაურებული დიდი სტრატეგიული მნიშვნელობია მქონე მხარე. აქ გადიოდა სამეფოს მთავარი სავაჭრო-სამიმოსვლო მაგისტრალები, კერძოდ, მთის პროვინციებთან დამაკავშირებელი გზები; ის, ვინც ბატონობდა მუხურისზე, ფაქტობრივად ბატონობდა სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმზეც. XI—XII საუკუნეებში მუხურისის ტერიტორიას ეწოდებოდა სამოქალაქო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 7, გვ. 232, თბ., 1984