პარხალი (მხარე)
იერსახე
პარხალი — მხარე საქართველოს სამეფოში, ისტორიულ პროვინცია ტაოში, ამჟამად თურქეთში. მოიცავდა მდინარე ჭოროხის შუა წელის მარცხენა შენაკადის პარხალისწყლის აუზს. ცენტრი იყო დაბა პარხალი. პარხალში მდებარეობს ქართული არქიტექტურის ძეგლი პარხალი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება „პარხალს“ უკავშირებენ ანტიკურ წყაროებში მოხსენიებულ პარიადრის მთიანეთს. პარხალი X საუკუნეში დავით III კურაპალატის მამული იყო. აქ რამდენიმე კილომეტრზე გრძელდება კლდეში გამოკვეთილი სარწყავი არხი, რომლის მშენებლობა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე თამარ მეფეს მიეწერება. XIV საუკუნეში შედიოდა ტრაპიზონის იმპერიაში.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიძე ვ., მენაბდე ლ., მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 703.
- თაყაიშვილი, ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბილისი, 1960;
- Беридзе В.В., Архитектура Тао-Кларджери, Тб., 1981;
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მიქაელ პანარეტოსი „ტრაპიზონის ქრონიკა“ XIV საუკუნე