ხუნანი (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხუნანი — მხარე ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავდა ტერიტორიას მდინარეების პასანსუსა და ძეგამჩაის შორის (ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია). ქართული ლიტერატურული წყაროების თანახმად, ძვ. წ. III საუკუნეში არსებობდა ხუნანის საერისთავო, დაარსებული მეფე ფარნავაზ I-ის მიერ. წყაროებში იხსენიება V საუკუნის ხუნანის ერისთავი ნერსარანი. საერისთავო მოიცავდა საკუთრივ ხუნანის ოლქს, ძოროფორს, კოლბოფორსა და გარდაბანს. V საუკუნეში მეფე ვახტანგ I გორგასალმა ხუნანში საეპისკოპოსო დააარსა. XII-XIII საუკუნეებში ყოფილი ხუნანის ტერიტორია გაგის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) შემდეგ ხუნანი წყაროებში აღარ იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]