ქსნისხევი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ქსნისხევი}} |
ქსნისხევი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს ქსნის ხეობას და მისი შენაკადების: ცხრაძმის, ჭურთის, ცხავატურის და ალეურის ხეობებს. ამ კუთხეს სამხრეთით ემიჯნება სოფელი მუხრანი, ხოლო ჩრდილოეთის საზღვარს წარმოადგენს ყელის ტბა. ქსნისხევს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება მთიულეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით დუშეთის რაიონი (არაგვის ხეობა), ხოლო დასავლეთით ისტორიული შიდა ქართლი.
ქსნისხევი ისტორიულად შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში ქსნის საერისთავოს სტატუსით და მას ქსნის ერისთავები მართავდნენ. ქსნის საერისთავოს და შესაბამისად, ქსნისხევის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ცენტრს სხვადასხვა დროს წარმოადგენდა ქვენიფნევი, ლარგვისი და ახალგორი. ქსნის ერისთავებს რეზიდენცია და სასახლე ასევე ჰქონდათ სოფელ იკორთაშიც (ამჟამინდელი იკოთი). ამჟამად ქსნისხევი მოიცავს ახალგორის რაიონს, ასევე დუშეთისა და მცხეთის რაიონების რამდენიმე სოფელს.