ხერკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხერკი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შუა საუკუნეების ადმინისტრაციული ერთეული — ხევი (იგივე თემი) მდინარე არაგვის დინების სამხრეთით მარცხენა მხარეს (ახლანდელი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილი). ხერკი იგივე საგურამოს ან თეზმის ხევია. ვახუშტი ბატონიშვილის ლოკალიზაციით აღმოსავლეთით საზღვრავდა ერწოს მთა, სამხრეთით — ზედაზნის მთა, ჩრდილოეთით — ნიკორნა-ბოკოწანს შორის მდებარე მთები, დასავლეთით — მდინარე არაგვი. ხერკის ცენტრი იყო ზედაზნის ციხე. ანტიკურ ხანაში ხერკი მუხრანთან ერთად მცხეთის „სამოქალაქოს“ (მცხეთის საგამგებლო რეგიონი) ქმნიდა. შუა საუკუნეებში ხერკზე გაბატონება გარკვეულად ცვლიდა მიმდებარე პოლიტიკურ ერთეულთა პოლიტიკურ მდგომარეობას. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშანებელმა ზედაზენი და ხერკი სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილა, რამაც აუცილებელი გახადა კახეთის სამეფოს გაუქმება და ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შესვლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., აღსამოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ.,ნ 1983;