კანგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კანგარი — ისტორიული ქვემო ქართლის (გოგარენეს) უკიდურესი სამხრეთი მხარე. მოიცავდა მდინარე დებედის (ქურდვაჭრისხევის) სათავეებში მდებარე ტერიტორიას (სომხეთი). კანგარის უძველესი ცენტრი უნდა ყოფილიყო დაბა გოგარანი (ახლანდელი გუგარქი). V საუკუნის 80-იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასალი ქართლის ლაშქრით აქ შეხვდა მსხვილ სომეხ ნახარარს (ფეოდალს) ვაჰან მამიკონიანს, სპარსელებთან ერთობლივი ბრძოლის წინ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 5, გვ. 363, თბ., 1980