შინაარსზე გადასვლა

კაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაკა
კაკა 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რიკარდო იზექსონ დოს სანტოს ლეიტე
დაბადების
თარიღი
22 აპრილი, 1982 (1982-04-22) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
გამა, ბრაზილია
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1994–2000 სან-პაულუ
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2003 სან-პაულუ 59 (23)
2003–2009 მილანი 193 (70)
2009–2013 რეალ მადრიდი 85 (23)
2013–2014 მილანი 30 (7)
2014–2017 ორლანდო სითი 75 (24)
2014   სან-პაულუ 19 (2)
ეროვნული ნაკრები
2001 ბრაზილია 20 5 (1)
2002–2016 ბრაზილია 92 (29)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე (პორტ. Ricardo Izecson dos Santos Leite; დ. 22 აპრილი, 1982, ბრაზილია, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც კაკა (პორტ. Kaká). სხვადასხვა დროს იცავდა „სან-პაულუს“, „მილანის“, მადრიდის „რეალის“ „ორლანდო სითისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. იტალიის ჩემპიონი (2004) და იტალიის სუპერთასის მფლობელი (2004), ჩემპიონთა ლიგის (2007) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2007), უეფა-ს სუპერთასის მფლობელი (2007) „მილანის“ შემადგენლობაში. ესპანეთის ჩემპიონი (2012) და ესპანეთის თასის მფლობელი (2011) მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში. ფიფა-ს კონფედერაციის თასის ორგზის მფლობელი (2005, 2009) და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2006 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად. ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი.[1]

კაკა ბრაზილიაში 1982 წლის 22 აპრილს, სიმონე და კრისტინა ლეიტეების ოჯახში დაიბადა.[2][3]

მისი ზედმეტსახელი „კაკა“ ბრაზილიაში ჩვეული შემოკლებაა სახელი რიკარდოსათვის, თუმცა რეალური წარმოშობა ამ ზედმეტსახელისა მის უმცროს ძმას, ასევე ფეხბურთელს, დიგაოს უკავშირდება; მას პატარობისას რიკარდოს წარმოთქმა უჭირდა და ენის გაუტეხელობის გამო კაკას ეძახდა და საბოლოოს შერჩა რიკარდოს ეს მეტსახელი.[4][5]

კაკამ ბავშვობაში მძიმე ტრავმა გადაიტანა, ცარიელ აუზში ჩავარდა. მას ერთი კვირის მანძილზე საშინელი ტკივილები ჰქონდა და ერთი კვირის შემდეგ ფეხზე დგომაც ვეღარ შეძლო. ექიმებმა მას უთხრეს რომ ხერხემლის მალები ჰქონდა დაზიანებული და იგი სიარულს ვეღარ შეძლებდა. მედიკოსებს ვერ წარმოედგინათ მის გამოჯანმრთლება, თუმცა მოხდა სასწაული, თუმცა საბოლოოდ კაკა განიკურნა და ფეხბურთის თამაშიც განაგრძო. ამიტომაც ყოველი გოლის გატანის შემდეგ იგი ცისკენ აპყრობს ხელებს და ღმერთს მადლობას სწირავს, რომ მას თამაში შეუძლია. კაკა ყველა ინტერვიუში წერს რომ მისი ფეხბურთელობა უფლის წყალობა და საჩუქარია.[6][7][8]

კაკას დებიუტი ბრაზილიურ „სან-პაულუში“ შედგა 2001 წელს, მაშინ ფეხბურთელი 18 წლის იყო. იმ სეზონში კაკამ 27 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, ხოლო მომდევნო სეზონში — 10. მისმა შედეგიანმა თამაშმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია და მილანი აღმოჩნდა პირველი კლუბი, რომელმაც შეძლო კაკას დათანხმება და კონტრაქტის გაფორმება 2003 წლის ზაფხულში. კაკა მალევე იქცა მილანის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად. სეზონში მისი ბრწყინვალე გამოსვლის წყალობით, მილანურმა კლუბმა სერია A-ს ტიტულის მოპოვება და უეფა-ს სუპერთასზე გამარჯვება შეძლო. მან 30 მატჩში 10 გოლის გაიტანა.[9][10]

მომდევნო სეზონში კაკამ კლუბთან ერთად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, იტალიის საფეხბურთო თასი მოიგო, აგრეთვე გახდა სერია A-ს ვიცე-ჩემპიონი.

კაკას კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული 2007 წელი იყო. კაკამ და „მილანმა” რისი მოგებაც შესაძლებელი იყო ყველაფერი მოიგეს იტალიაშიც და მის გარეთაც. გუნდმა დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. რიკარდო კაკამ კი ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა და სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. ამ სეზონში კაკა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელად და საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ის ასევე გახდა ოქროს ბურთის მფლობელი და ფიფამაც ბრაზილიელი 2007 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 2008 წელს კი „მილანმა” ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე კაკა გახდა. 2009 წელს კი ბრაზილიამ კაკას დიდი წვლილით კონფედერაციის თასის მოიგო. რიკარდო ჩემპიონატის საუკეთესოდ აღიარეს.

2010 წელს კი რიკარდო კაკა რეალ მადრიდში გადავიდა. „მილანს” ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რეალმა მათ ასტრონომიული თანხა, 68 მილიონი ევრო შესთავაზა. ტრანსფერი შედგა და კაკამ მადრიდელებთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას 8 ნომრიანი მაისური მიაკუთვნეს. სამეფო კლუბში მისი სადებიუტო, 2010 წლის სეზონი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. კაკამ გაუტავებელმა ტრავმებმა შეაწუხა, გუნდმაც ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.

2013 წელს კაკა სათამაშოდ კვლავ მილანში დაბრუნდა.

მისი საერთაშორისო დებიუტი 2002 წელს, ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. კაკა მოხვდა კორეა-იაპონიის მუნდიალზეც, თუმცა მხოლოდ 19 წუთი ითამაშა ჯგუფური ეტაპის მატჩში კოსტა-რიკელთა წინააღმდეგ.

2005 წლიდან იგი ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება და ამ წელს ბრაზილიამ მისი დახმარებით კონფედერაციის თასის მოგება შეძლო, ხოლო თავად ფეხბურთელმა ფინალში არგენტინელთა წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.

კაკამ სანაკრებო კარიერა დაასრულა 2016 წელს.[11]

კლუბი სეზონი Domestic
ლიგა
Domestic
თასი
ნაკერები სულ
თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ
მილანი 2007-08 18 10 0 0 6 2 24 12
2006-07 31 8 2 0 15 10 48 18
2005-06 35 14 2 0 12 5 49 19
2004-05 36 7 2 0 14 2 52 9
2003-04 30 10 4 0 14 4 48 14
სულ 133 41 10 0 57 23 200 63
სან-პაულუ 2002-03 10 2 0 0 10 2
2001-02 22 9 0 0 22 9
2000-01 27 12 0 0 27 12
სულ 59 23 0 0 0 0 59 23
კარიერის სტატისტიკა 192 64 10 0 56 22 259 86

კაკა 2005 წლის 23 დეკემბერს დაოჯახდა. მილანში მისი გადასვლიდან 2 წლის შემდეგ მან ცოლად შეირთო ახალგაზრდა კაროლინ სელიკო, ბიზნესმენ სელსო სელიკოსა და ბრაზილიაში კრისტიანნ დიორის სახის, როზანჟელა ლირას ქალიშვილი. ქორწილში 600 სტუმარი იყო, მათ შორის ცნობილი ფეხბურთელები, მისი მეგობრები და თანაგუნდელები: კაფუ, რონალდო, ადრიანო, ჟულიუ ბაპტიშტა და ასევე ნაკრების მწვრთნელი კარლოშ ალბერტუ პარეირა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Museu do Futebol II. Anjos barrocos. Portuguese. Fut Pop Clube (17 მაისი, 2009). ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2020.
  2. Ricardo Izecson dos Santos Leite. v-brazil.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-16. ციტატა: „Kaká was born in Brasília. From age 4 to 7, his family lived in Cuiabá, following his father, a civil engineer. At age 7, the family moved to the city of São Paulo, in the neighbourhood of Morumbi, near the Stadium of São Paulo FC.“ ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2018.
  3. Franca, Luciana. (21 ოქტომბერი, 2002). Ricardo dos Santos Leite: Kaká vira fera დაარქივებული 2022-04-07 საიტზე Wayback Machine. . Istoé Gente. ციტატა: „Aos 20 anos, o maior astro no futebol do Brasil hoje diz ter Raí como exemplo, conta que já recebeu uma calcinha de presente, defende a fidelidade nos relacionamentos e planeja jogar no Exterior“. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი, 2018.
  4. Ricardo Kaka Biography. Soccer-Fans-Info. Soccer-Fans-Info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-16. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2018.
  5. Soldo, Ivan. (6 აგვისტო, 2010) Kaka: 10 Facts You Should Know. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2018.
  6. Kaka Biography (Portuguese). Como o Kaká nasceu e virou o ídolo de muitas garotas no Mundo. Kakamania.br.tripod.com. ციტატა: „Ricardo Izecson dos Santos Leite nasceu dia 22 de abril de 1982 em Brasília,DF, e aos 4 anos ganhou um irmão, Rodrigo e se mudou para Cuiabá,MT. Com 7 anos mudou-se para São Paulo, onde morou em Perdizes. Hoje em dia Kaká vive em um apartamento no Morumbi, junto com sua mãe Simone, seu pai Bosco e seu irmão Rodrigo, perto do campo onde ele virou um ídolo.“ ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2018.
  7. Davis, Madlyn. (20 ოქტომბერი, 2016) Kaka’s greatest moments. ციტატა: „The man named Ricardo Izecson dos Santos Leite, more commonly known as Kaka, turned 31. The Brazilian has had a tremendous impact on the game, both on the club and international level. Click through to see some of the best moments from his storied career.“ ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2018.
  8. Hughes, Rob. (1 დეკემბერი, 2004) Soccer: Kaka able to see beyond dollar signs. ციტატა: „Kaka, whose real name is Ricardo Izecson dos Santos Leite, is far from the stereotypical Brazilian player who rises to fame and fortune out of the favelas. His background is relatively privileged, born into upper-middle class in Brasilia, raised in São Paulo, and his first sporting ambition was to be a professional tennis player.“ ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2018.
  9. Vicente, Emerson. (7 იანვარი, 2001) Sao Paulo to sell Kaka. ციტატა: „Brazilian side Sao Paulo have admitted that they may have to sell talented youngster Kaka to ease their money worries. The 20-year-old playmaker is keen to stay, and the club have been desperate to hang onto him, but he is now on the verge of leaving.“ ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2018.
  10. Hylands, Alan. (23 იანვარი, 2007) Kaká – Career History and Profile. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-24. ციტატა: „Ricardo Izecson dos Santos Leite, or Kaká as he is better known, began developing his football talents at an early age in Brazil. However his footballing career was nearly brought to a premature end when in September 2000 at age 18 Kaká suffered a possible paralysis-inducing spine fracture as a result of a pool accident. Despite this career threatening injury Kaká made a full recovery and made his debut at Sao Paulo FC in 2001.“ ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2018.
  11. „Kaka: Former Brazil, AC Milan and Real Madrid midfielder announces retirement“. BBC. 31 ივლისი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კაკა&oldid=4668851“-დან