2003–04 წლის სეზონში ჯონ ტერიმ თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერმა და მოტივრებულმა ფეხბურთელმა, ამიტომ მარსელ დესაის არყოფნისას მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ მას კაპიტნის სამკლაური გადასცა. ფრანგი ლეგიონერის წასვლის შემდეგ ტერიმ საბოლოოდ დაიკავა მისი ადგილი. 2004–05 წლის სეზონში „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა. ამ სეზონში ტერიმ 8 გოლი გაიტანა და სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ტერის დებიუტი შედგა 2003 წელს, სერბია-მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. მონაწილეობა მიიღო 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე. პოლონეთის ნაკრებთან თამაშისას ჯონ ტერიმ პირველად მოირგო ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური. 2005 წელს ტერი დაასახელეს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველად. მან 4 გოლი გაიტანა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი გოლი „ბარსელონასთან“.
თავისი კარიერის დასაწყისში ჯონ ტერი გარეული იყო ერთ ინციდენტში, რომელიც მოხდა დასავლეთ ლონდონში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში. მას ბრალი ედებოდა თავდასხმაში და ხულიგნობაში, მაგრამ ეს ბრალდებები მოეხსნა. სწორედ ამიტომ ვერ მიიღო მონაწილეობა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
↑„Chelsea claim FA Cup glory“. BBC News. 20 მაისი, 2000. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
↑Bevan, Chris (30 მაისი, 2009). „Chelsea 2–1 Everton“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
↑McNulty, Phil (15 მაისი, 2010). „Chelsea 1–0 Portsmouth“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
↑McNulty, Phil (5 მაისი, 2012). „Chelsea 2–1 Liverpool“. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-18. ციტირების თარიღი: 2020-01-21. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)