სამირ ნასრი
![]() ნასრი ევრო 2012-ზე | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 26 ივნისი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | მარსელი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995–1997 | ლე-პენ-მირაბო | ||
1997–2004 | მარსელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2004–2008 | მარსელი | 121 | (11) |
2008–2011 | არსენალი | 86 | (18) |
2011– | მანჩესტერ სიტი | 124 | (18) |
2016– | → სევილია | 23 | (2) |
2017–2018 | ანტალიასპორი | 8 | (2) |
2019 | ვესტ ჰემი | 5 | (0) |
2019–2020 | ანდერლეხტი | 7 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
2002–2003 | საფრანგეთი 16 წლ. | 16 | (8) |
2003–2004 | საფრანგეთი 17 წლ. | 16 | (6) |
2004–2005 | საფრანგეთი 18 წლ. | 4 | (0) |
2005–2006 | საფრანგეთი 19 წლ. | 10 | (5) |
2006–2007 | საფრანგეთი 21 წლ. | 4 | (0) |
2007–2013 | საფრანგეთი | 41 | (5) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 ივლისი, 2020 |
სამირ ნასრი (ფრანგ. Samir Nasri; დ. 26 ივნისი, 1987, მარსელი, საფრანგეთი) — ფრანგი ფეხბურთელი, ნახევარმცველი.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარსელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ქალაქ მარსელში. მშობლებმა ის ფეხბურთზე Pence Mirrabeu-ს აკადემიაში შეიყვანეს. ერთი წლის შემდეგ 9 წლის ნასრი „მარსელის ოლიმპიკის“ აკადემიაში გადავიდა.მას პროფესიონალური დებიუტი 2004 წელს ჰქონდა, როდესაც 17 წლის იყო. 2005-06 წლებში მან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩი ჩაატარა. 2007 წელს მან აჯობა ქარიმ ბენზემას და მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.
არსენალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის 16 აგვისტოდან ნასრი „არსენალში“ ჩაირიცხა. ტრანსფერი არსენალს 12.7 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. სამირ ნასრიმ მის სადებიუტო მატჩშივე აჩვენა შედეგი. მისი დებიუტი 2008 წლის 16 აგვისტოს შედგა, როდესაც ერთმანეთს პრემიერ ლიგაში ლონდონის „არსენალი“ და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ ხვდებოდნენ. სამირ ნასრიმ ამ მატჩშივე გამოიჩინა თავი და სადებიუტო თამაშში გაიტანა გოლი, რომლის მეშვეობითაც ლონდონის „არსენალმა“ მოიპოვა გამარჯვება. თამაში 1:0 დამთავრდა. ამავე წლის სექტემბერში ნასრისმ მოიპოვა ტიტული სახელად თვის საუკეთესო მოთამაშე.
მანჩესტერ სიტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლიდან ნასრი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია. კლუბთან ერთად მან ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნასრიმ ნაკრებში თამაში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც 16 წლის იყო. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. ნასრი მონაწილეობდა ევრო 2008-ზე, სადაც ორ მატჩში ითამაშა. დომენეკმა, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის არ წაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ნასრი ძალიან კარგ ფორმაში იყო და კარგი სეზონი ჩაატარა. ნასრიმ მონაწილეობა მიიღო ასევე ევრო 2012-ში, სადაც ერთი გოლი გაიტანა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სამირ ნასრი“ ვიკისაწყობში.
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- სამირ ნასრი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- სამირ ნასრი – უეფას ჩანაწერი (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 26 ივნისი
- დაბადებული 1987
- ფრანგი ფეხბურთელები
- ოლიმპიკი მარსელის ფეხბურთელები
- საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები
- ლონდონის არსენალის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები
- ვესტ ჰემ იუნაიტედის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- სევილიის ფეხბურთელები
- ბელგიის პირველი დივიზიონი A-ს ფეხბურთელები
- ანდერლეხტის ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- 2008 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები