ჯენარო გატუზო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯენარო გატუზო
Gennaro Gattuso.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ჯენარო ივან გატუზო
დაბადების
თარიღი
9 იანვარი, 1978
დაბადების
ადგილი
კალაბრია, იტალია
სიმაღლე 177 სმ.
სათამაშო
პოზიცია
საყრდენი ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995-1997 პერუჯა 10 (0)
1997–1998 რეინჯერი 34 (3)
1998-1999 სალერნიტანა 25 (0)
1999-2012 მილანი 335 (9)
2012-2013 სიონი 27 (1)
სულ 431 (13)
ეროვნული ნაკრები
2000-2010 იტალია 73 (1)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ჯენარო „რინო“ გატუზო (იტალ. Gennaro Gattuso; დ. 9 იანვარი 1978) — იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, სერია ა-ს ჩემპიონი. გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათითა და არაორდინარული ქცევით. კარიერის განმავლობაში თამაშობდა შოტლანდიურ „რეინჯერსში“, სადაც მეტსახელად „მამაცი გული“ შერქვეს.

ბავშვობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენარო გატუზო კორელიანო კალაბროში დაიბადა, მამა ფეხბურთს თამაშობდა მოყვარულის დონეზე, პროფესიით კი დურგალი იყო. შვილს ფეხბურთის ფორმა პირველად 4 წლის ასაკში უყიდა. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ბუცებისთვის საყიდელი ფული ხშირად არ ჰქონდათ, ამიტომ რინო სკოლას აცდენდა რომ საჭირო თანხა შეეგროვებინა. კალაბროში შეუძლებელი იყო ფეხბურთელი განვითარებულიყო, ამიტომ 12 წლის გატუზო პერუჯაში გადავიდა. იქაურ სკოლაში თავისი შესაძლებლობები გამოავლინა და მალე ახალგაზრდულ გუნდში ჩარიცხეს.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეინჯერსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა სერია ბ-ში, ერთი წლის შემდეგ კი უკვე სერია ა-ში ითამაშა. 1997 წელს 19 წლის ასაკში „პერუჯამ“ შოტლანდიურ „რეინჯრსს“ მიჰყიდა. იმ დროს გლაზგოურ კლუბს უოლტერ სმიტი წვრთნიდა. ის შესანიშნავ კარიერას უწინასწარმეტყველებდა გატუზოს, ენდობოდა და ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა. შოტლანდიაში შესანიშნავი წელი გაატარა, გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი გახდა, მათ „მამაცი გული“ შეარქვეს. მისი მებრძოლი ხასიათი ყველას აღაფრთივანებდა. რეინჯერსის შემადგენლობაში ერთი სეზონის განმავლობაში 7 გოლი გაიტანა, რაც მის პირად რეკორდად რჩება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე უოლტერ სმიტი „ევერტონში“ გადავიდა, რეინჯერსის გაწვრთნა კი დიკ ადვოკაატს დაავალეს. ახალმა მწვრთნელმა იტალიელი ნახევარმცველი მარცხენა მცველად გაამწესა, რინო პოზიციის შეცვლამ და უთამაშებლობამ აღაშფოთა და გლაზგოდან წასვლა გადაწყვიტა. ბევრი შეთავაზება ჰქონდა პრემიერ ლიგის გუნდებიდან, თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

გატუზო „სალერნიტანაში“ გადავიდა. იმ დროს კლუბი სერია ა-ში გამოდიოდა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნელბად იბრძოდა. რინოს როგორც ვარსკვლავს, ისე შეხვდნენ. რინოც ძალიან ეცადა, მაგრამ გუნდი სერია ბ-ში დაქვეითებისგან ვერ იხსნა. ჯენაროც „მილანს“ მიყიდეს.

მილანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსონერის მცველის შეძენა 8 მილიონი ევრო დაუჯდა. 1999 წელს გატუზოსთან ერთად კლუბში გადავიდა ანდრეი შევჩენკოც. „პირველად ტურატის ქუჩაზე გავიარე, შემდეგ მილანელოში მივედი და დავათვალიერე მუზეუმი, როცა შევხედე სურათებს და თასებს, მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აქ გავიცანი ფეხბურთელები, რომლებიც ითვლებიან ლეგენდებად: პაოლო მალდინი, სებასტიანო როსი და დემეტრიო ალბერტინი. მომინდა მათ შორის ერთ-ერთი გავმხდარიყავი,” — იხსენებს გატუზო.

პირველი სეზონი წარმატებული გამოვიდა. შევჩენკო სერია ა-ს ბომბარდრი გახდა, ხოლო გატუზო — ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი. გატუზო მოედანზე ყოველი სანტიმეტრისთვის იბრძოდა და მისი შემართება თანაგუნდელებზეც გადადიოდა, ხშირად ჩადიოდა დაცვაში, საჭიროების შემთხვევაში თავდასხმასაც ეხმარებოდა. ის ხისტი თამაშითაც გამოირჩეოდა, ამიტომ მის კარიერაში წითელი ბარათები მრავლად იყო. 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში „აიაქსის“ ფეხბურთელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ხელი გაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს. ერთ მატჩში კარლო ანჩელოტიმ გატუზოს შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა თავად ფეხბურთელს არ სურდა მოედნიდან გასვლა, მწვრთნელი იძულებული გახდა გატუზოს ნაცვლად ზეედორფი შეეცვალა.

მომდევნო წლებში გუნდი თანდათან უმაღლესი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, მოვიდნენ ალესანდრო ნესტა, ანდრეა პირლო, მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დაინიშნა. შედეგებმაც არ დააყოვანა. „მილანმა“ 2003 წელს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში თანამემამულე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდნენ. ჩემპიონის ტიტული როსონერიმ პენალტების სერიაში გამარჯვებით მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგას ევროპის სუპერთასიც დაამატეს. მომდევნო წელს „მილანი“ სერია ა-ს ჩემპიონიც გახდა, მოიგო იტალიის თასიც.

„მილანმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთხელ ითამაშა და ამჯერად „ლივერპულს“ დაუპირისპირდა. პირველი ტაიმის ბოლოს როსოსნერი 3:0 უგებდა მეტოქეს, თუმცა მერსისაიდელებმა იმდენი მოახერხეს, რომ ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი პენალტების სერიაში მოიგეს კიდეც. გატუზოს და მის თანაგუნდელებს მხოლოდ ვერცხლის მედლები ერგოთ. იტალიელებმა რევანშის აღება 2 წლის შემდეგ მოახერხეს. ჩემპიონთა ლიგის ფინლაში კვლავ „მილანი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდნენ, ამჯერად როსონერიმ იმარჯვა. გატუზომაც ყველაზე პრესტიჟული ტიტული მეორედ მოიგო. 2007 წელი წარმატებული გამოდგა. გარდა ჩემპიონთა ლიგისა, „მილანმა“ ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო.

2008 წლის 7 დეკემბერს იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში კატანიის წინააღმდეგ გატუზო დაშავდა, თუმცა მატჩი ბოლომდე ჩაატარა. შემდგომმა გამოკვლევება კი აჩვენა რომ მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა მიღებული. ოპერაცია გაუკეთს და კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რინო 6 თვეს დაისვენებდა. კლუბს მაისში დაუბრუნდა და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშა კიდეც. „მილანმა“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცდა 2009 წელს. გუნდიდან წავიდნენ კაკა და კარლო ანჩელოტი, საფეხბურთო კარიერა დაასრულა მალდინიმ. საუბარი იყო გატუზოს წასვლაზეც, თუმცა რინო კლუბში დარჩა და 2009 წლის დეკემბერში ახალ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

გატუზოს პაოლო მალდინი ყოველთვის აღაფრთოვანებდა და არ მალავდა, რომ სურდა მისი წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაური ეტარებინა და მასავით დიდხანს ეთამაშა „მილანში“. თუმცა კაპიტნად მასიმო ამბროზინი აირჩიეს, გატუზოს კი ვიცე კაპიტნობა ერგო. გატუზომ გუნდი რამდენიმეჯერ გაიყვანა მოედანზე. კაპიტნობის დებიუტი არც ისე კარგი გამოდგა. თამაში ახალი დაწყებული იყო რომ რინოს უკვე ორი ყვითელის გამო მოედნის დატოვება მოუწია, სტადიონზევე უყვირა მწვრთნელ ლეონარდოს - არშეცვლას საყვედურობდა. საქმე ისაა, რომ გაძევებამდე ცოტა ხნით ადრე გატუზომ მწვრთნელს ანიშნა რომ შეცვლა უნდოდა, ლეონარდომაც სხვა ფეხბურთელი მოამზადა, თუმცა სანამ შეცვლა მოხდებოდა, რინომ მეორე ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და თამაში დატოვა.

2010 წელს ახალი სეზონი მილანმა ახალი ფეხბურთელებითა და მწვრთნელით დაიწყო. გატუზო კვლავ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად დარჩა და გუნდსაც არაერთხელ უკაპიტნა. საკუთარ სტილს არც ამჯერად უღალატა და ჩემპიონთა ლიგის მერვადგინალში ინგლისურ „ტოტენჰემთან“ სან სიროზე გამართული მატჩისას გატუზომ მეტოქის ერთ-ერთ მწვრთნელთან მოედანზე იჩხუბა და რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. „მილანი“ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. ლიგისაგან განსხვავებით წარმატებას „მილანმ„“ ქვეყნის ჩემპიონატში მიაღწია. გატუზომ და მისმა თანაგუნდელებმა სკუდეტო სერია ა-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვეს.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ გუნდში გამოჩენამდე გატუზო ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და მის შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონიც გახდა. 2000 წლიდან კი ძირითადი ნაკრების უცვლელი ფეხბურთელი გახდა. გატუზომ აძურას შემადგენლობაში 73 შეხვედრა ჩაატარა. მონაწილეობა მიიღო 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს 2002 და 2006 წლის ჩემპიონატებზე, ევროპის 2004 და 2008 წლის ჩემპიონატზე]], 2009 წლის კონფედერაციის თასზე. თუმცა წარმატებას მხოლოდ 2006 წელს მიაღწია.

სკუადრა აძურას მაშინდელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ნდობა გამოუცხადა გატუზოს და გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო როგორც შესარჩევ შეხვედრებში, ისე ჩემპიონატის განმავლობაში. ნახევარდაცვაში კლუბის მსგავსად ანდრეა პირლოს დაუწყვილდა. ამ მილანურმა ტანდემმა გულშემატკივარს იმედები არ გაუცრუა. გატუზო მეოთხედფინალში უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დააასახელეს.

ფინალში აპენინელები ფრანგებს დაუპირისპირდნენ. აძურამ]] პენალტების სერიით მოუგო მეტოქეს. მატჩის შემდგომი ზეიმის დროსაც გამოირჩა გატუზო. შორტები გაიხადა და საცვლის ამარა დარბოდა მოედნის გარშემო. თუმცა ფიფას წარმომადგენლებმა აუძულეს სათანადოდ შემოსილიყო.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაცემები 2009 წლის აპრილისთივს.[1]

გუნდი სეზონი ქვეყნის
ჩემპიონატი
ქვეყნის
თასიჩ
ევროპული
ტურნირები1
სხვა
ჩემპიონატები2
სულ
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში' გოლი
პერუჯა სერია ბ 1995–96 2 0 - - - - - - 2 0
სერია ა 1996–97 8 0 - - - - - - 8 0
სულ 10 0 - - - - - - 10 0
რეინჯერსი 1997–98 36 7 - - 2 1 - - 38 8
1997–98 4 0 - - 5 1 - - 9 1
სულ 40 7 - - 7 2 - - 47 9
სალერნიტანა 1998–99 25 0 - - - - - - 25 0
სულ 25 0 - - - - - - 25 0
მილანი 1999–2000 22 1 1 0 5 0 - - 28 1
2000–01 24 0 2 0 10 0 - - 36 0
2001–02 32 0 5 0 10 0 - - 47 0
2002–03 25 0 3 0 14 0 - - 42 0
2003–04 33 1 2 0 7 1 3 0 45 2
2004–05 32 0 2 0 11 0 1 0 46 0
2005–06 35 3 3 0 11 0 - - 49 3
2006–07 30 1 4 0 13 0 - - 47 1
2007–08 31 1 1 0 8 0 3 0 43 1
2008–09 12 0 - - 4 1 - - 16 1
2009–10 17 0 1 0 1 0 - - 17 0
სულ 283 7 23 0 94 2 7 0 407 9
სულ 358 14 23 0 101 4 7 0 489 18

1ევროპული ჩემპიონატებში შედის ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი
2სხვა ჩემპიონატებში შედის იტალიის სუპერთასი, ინტერკონტინენტალური თასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანარო გატუზომ მომავალი მეუღლე მონიკა რომანა „რეინჯერსში“ თამაშისას გაიცნო. კლუბი კანადაში, ოტავაში ატარებდა ამხანაგურ შეხვედრას, სწორედ იქ შეხვდა მონიკას. წყვილს ორი შვილი ჰყავს - გაბრიელა და ფრანჩესკო.

ჯენარომ ღარიბი იტალიელი ბავშვების დასახმარებლად ფონდი „ფორცა რაგაცის“ ჩამოაყალიბა. „ეს ხალხი ცხოვრობს 1000 კილომეტრით შორს იქიდან სადაც მე ვცხოვრობ, მაგრამ 100 მეტრის დაშორებით, სადაც მე დავიბადე. მე უბრალოდ მინდა დავეხმარო მათ, ვისაც ჩემზე ნაკლებად გაუმართლა.“ ფონდი გაიხსნა 2003 წელს და უკვე მოიტანა რამდენიმე სარგებელი. უპირველეს ყოვლისა გაიხსნა საფეხბურთო სკოლა გატუზოს მშობლიურ კორილიანი კალაბროში. აქ ვარჯიშობენ ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ფული იმისათვის რომ კარგი განათლება მიიღონ. გარდა ამისა, გატუზო ფლობს თევზის მაღაზიას.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]