ტონი პარკერი
იერსახე
უილიამ ენტონი „ტონი“ პარკერი (ინგლ. William Anthony "Tony" Parker, დ. 17 მაისი, 1982) — ფრანგი კალათბურთის პროფესიონალი მოთამაშე, რომელიც ამჟამად „სან ანტონიო სპურსის“ როგებში, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) თამაშობს. აქ მოხვედრამდე ის ორი წლის განმავლობაში საფრანგეთის საკალათბურთო ლიგაში თამაშობდა. მან ახალ გუნდში საწყისი გამთამაშებლის პოზიცია დაიკავა და მას შემდეგ 4 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 2003, 2005, 2007 და 2014 წლებში