ინგლისის პრემიერლიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პრემიერ ლიგა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინგლისის პრემიერ ლიგა
ქვეყანა ინგლისის დროშა ინგლისი
უელსის დროშა უელსი
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 20 თებერვალი, 1992
კლუბ. რაოდენობა 20 (1995–96 სეზონიდან)
ქვეითდება ფეხბურთის ლიგის ჩემპიონატი
საშინაო თასები ინგლისის თასი
ინგლისის ლიგის თასი
ინგლისის სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი უეფას ჩემპიონთა ლიგა
უეფა-ს ევროპის ლიგა
მოქ. ჩემპიონი ლესტერ სიტი (1-ელ) (2015–16)
ყველაზე ტიტულოვანი მანჩესტერ იუნაიტედი (13-ჯერ)
ტვ პარტნიორები Sky Sports
BT Sport
BBC Sport

პრემიერ ლიგა (ინგლ. Premier League) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ინგლისური კლუბებისთვის. წარმოადგენს ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ჩემპიონატი მიმდინარეობს აგვისტოდან მაისის ჩათვლით. ყოველი გუნდი თამაშობს 38 მატჩს, ჩემპიონატი მოიცავს 380 მატჩს ჯამში.მატჩების უმეტესობა ტარდება შაბათ-კვირას.

ჩემპიონატი „პრემიერ ლიგად“ ჩამოყალიბდა 1992 წლის 20 თებერვალს, პირველი დივიზიონის კლუბების გადაწყვეტილებით, რომელიც დაარსებული იყო 1888 წელს. მათი მიზანი იყო ფინანსური მოგების მიღება სატელევიზიო ტრანსლაციების უფლებების გაყიდვიდან.[1] ლიგა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 2.2 მილიარდ ევროს, რაც 975 მილიონით მეტია მეორე ადგილზე მყოფ იტალიის სერია ა-თან შედარებით.[2] 2015-16 წლების სეზონში პრემიერ ლიგის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 36.452,[3] რითიც მეორე ადგილზე გავიდა გერმანიის ბუნდესლიგის შემდეგ.[4] უეფას კოეფიციენტების რეიტინგში პრემიერ ლიგა მესამე ადგილს იკავებს ესპანეთის ლა ლიგის და გერმანიის ბუნდესლიგის შემდეგ.[5]

1888 წლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 24 კლუბი. 1992 წლიდან პრემიერ ლიგაში იასპარეზა 47-მა კლუბმა, აქედან ექვსმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული: „მანჩესტერ იუნაიტედი“ (13 ტიტული), „ჩელსი“ (4), „არსენალი“ (3), „მანჩესტერ სიტი“ (2), „ბლექბერნ როვერსი“ (1) და „ლესტერ სიტი“ (1).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლებიდან მოყოლებული 80-იანი წლების პირველი ნახევრის ჩათვლით, ინგლისური კლუბები ევროთასებზე წარმატებას რეგულარულად აღწევენ. თუმცა 80-იანი წლების მეორე ნახევარში იწყება დაღმასვლა. სტადიონები ცუდ მდგომარეობაში იყო, გავრცელებული იყო საფეხბურთო ხულიგნობა. 1985 წელს მომხდარი ეიზელის ტრაგედიის შემდეგ ინგლისური კლუბები ევროთასებიდან 5 წლით მოკვეთეს.[6] ფეხბურთის პირველი ლიგა, რომელიც ინგლისში უმაღლესი ლიგა იყო 1988 წლისთვის, დონით საგრძნოლად ჩამორჩებოდა იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებს, რის გამოც წამყვანი ბრიტანელი ფეხბურთელები სწორედ ამ ქვეყნებში წავიდნენ სათამაშოდ. 1990 წლიდან იწყება ინგლისური ფეხბურთის აყვავება. ინგლისის ნაკრები 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისური კლუბები დაუშვეს ევროპის ტურნირებზე. 1991 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო თასების მფლობელთა თასი. 1986 წელს ფეხბურთის ლიგამ ტრანსლაციების გაყიდვით 6.3 მლნ. ფუნტი გამოიმუშავა. ორ წელიწადში კი წლიური შემოსავალი ტელევიზიებიდან საგრძნობლად გაიზარდა. 1988 წელს ფეხბურთის ლიგას 44 მლნ. ფუნტი შეუვიდა.

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990–91 წლის სეზონის დასრულების შემდეგ კლუბების ხელმძღვანელების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეექმნათ ახალი ლიგა და ამით კლუბები უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს ნახავდნენ. 1991 წლის 17 ივლისს საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონის კლუბების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ახალი ორგანიზაცია (FA Premier League). ახლად შექნილ უმაღლეს დივიზიონს მიენიჭა კომერციული დამოუკიდებლობა ფეხბურთის ასოციაციისგან და ფეხბურთის ლიგიდან და თავად შეეძლო დამოუკიდებლად დაეწყო მოლაპარაკებები ტელეტრანსლაციების გაყიდვაზე, ასევე სპონსორებთან დამოუკიდებლად შეთანხმებულიყო. განიხილებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდიდა ინგლისური კლუბების დონეს და ისინი წარმატებით გამოვიდოდნენ ევროთასებზე.

1992 წელს ყველა, 22-ივე გუნდი შევიდა ფეხბურთის ლიგის შემადგენლობაში. ამავე წლის 27 მაისს კი შეიქმნა ფეხბურთის ასოციაცია - პრემიერ ლიგა. პრემიერ ლიგის შექმნის შემდეგ ის უმაღლესი დივიზიონი იყო, ხოლო ფეხბურთის ლიგაში ისევ 3 დივიზიონი დარჩა, ტურნირის ფორმატი კი არ შეცვლილა.

პრემიერ ლიგის დამაარსებელი 22 კლუბი: «არსენალი», «ასტონ ვილა», «ბლექბერნ როვერსი», «ევერტონი», «იფსვიჩ თაუნი», «ქოვენთრი სიტი», «კრისტალ პალასი», «ლიდს იუნაიტედი», «ლივერპული», «მანჩესტერ სიტი», «მანჩესტერ იუნაიტედი», «მიდლსბრო», «ნორიჯ სიტი», «ნოტინგემ ფორესტი», «ოლდემ ატლეტიკი», «საუთჰემპტონი», «ტოტენჰემ ჰოტსპური», «უიმბლდონი», «ქუინს პარკ რეინჯერსი», «შეფილდ იუნაიტედი», «შეფილდ უენსდეი» და «ჩელსი».

დაარსების შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგაში ჩატარებულია 24 სეზონი. პირველ 1992–93 წლების სეზონში გათამაშებაში მონაწილეობას იღებდა 22 გუნდი. პირველი გოლი პრემიერ ლიგის ისტორიაში შეფილდ იუნაიტედის ფეხბურთელმა ბრაიან დინმა გაიტანა, მანჩესტერ იუნაიტედის კარში. ფიფას ბრძანებით უმაღლეს დივიზიონში 20 კლუბზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ 1995 წლიდან პრემიერ ლიგის გუნდების რაოდენობა 20-მდე შემცირდა. 2006 წლის 8 ივნისს ფიფას სურდა, რომ ახალი სეზონი ყველა წამყვან ევროპულ ჩემპიონატში მათ შორის პრიმერა დივიზიონსა და სერია ა-შიც 18 გუნდით დაწყებულიყო. თუმცა ამ ინიციატივაზე პრემიერ ლიგამ უარი განაცხადა.[7] ახალი სეზონი ჩვეულებრივ 20 გუნდით დაიწყო. ახალი სეზონიდან კი ტურნირის ოფიციალური სახელი FA Premier League-ის ნაცვლად Premier League გახდა.

კორპორაციული სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიერ ლიგა ფუნქციონირებს როგორც კორპორაცია, რომელსაც აკონტროლებს 20 მფლობელი, თითოეული კლუბიდან 1 წარმომადგენელი. ამ წარმომადენლებს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად 1 ხმის უფლება აქვთ, მაგალითად სპონსორთან ხელშეკრულების გაფორმებაზე ან ტურნირის წესების ცვლილებაზე. ხმათა უმრავლესობა გადაწყვეტს უნდა მოხდეს თუ არა ესა თუ ის ცვლილება. მართვისთვის პრემიერ ლიგის კლუბები ირჩევენ თავმჯდომარეს და დირექტორთა საბჭოს. ფეხბურთის ასოციაცია პირდაპირ არ ერევა მათ გადაწყვეტილებაში, თუმცა მას აქვს უფლება დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს.

პრემიერ ლიგა თავის წარმომადგენლებს გზავნის უეფას ფორუმებზე დასასწრებად და მათი რაოდენობაა განისაზღვრება ცხრილში უეფას კოეფიციენტების მიხევით. ევროპული კლუბები უეფას ფორუმზე ირჩევენ 3 წევრს, რომლებიც ხელმძღვანელობენ ისეთი ტურნირის ფუნქციონირებას, როგორიცაა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს ევროპის ლიგა.

ტურნირის ფორმატი და სპონსორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჯიბრების ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად პრემიერ ლიგაში 20 კლუბი გამოდის. სეზონის მიმდინარეობისას, რომელიც აგვისტოდან მაისამდე გრძელდება, ყოველი კლუბი ორჯერ ხვდება დანარჩენ კლუბებს: ერთხელ საკუთარ მოედანზე და მეორეჯერ მეტოქის მინდორზე. ასეთი წესით თითო კლუბს სეზონში 38 მატჩის ჩატარება უწევს. გამარჯვებაზე გუნდს 3 ქულა, ფრეზე 1 და წაგებაზე 0 ქულა ეწერება. სეზონის დასრულების შემდეგ, რომელ კლუბსაც ექნება ყველაზე მეტი ქულა, ის იქნება გამარჯვებული. მსგავსი ქულების დაგროვების შემთხვევაში იმ გუნდს ენიჭება უპირატესობა, რომელსაც უკეთესი აქვს ბურთების შეფარდება. თუ ბურთების შეფარდებაც ერთნაირია და ამანაც ვერ გამოარკვია გამარჯვებული, ან თუ საქმე ეხება გასავარდნ ზონას ან ევროთასებზე გამსვლელ ადგილებს, მაშინ ეს გუნდები "პლეი-ოფის" ფორმატით გაარკვევენ საუკეთესოს ვინაობას. 3 გუნდი რომლებიც ყველაზე ნაკლებ ქულას დააგროვებენ ქვედა დივიზიონში გავარდებიან, ხოლო იქიდან კი 3 საუკეთესო შეუერთდება პრემიერ ლიგას.

კვალიფიკაცია ევროთასებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონის 4 საუკეთესო გუნდი ერთვება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან, მეოთხე ადგილზე გასული გუნდი კი პლეი-ოფიდან ჩაერთვება ასპარეზობაში. პლეი-ოფის ორ მატჩიან შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, დამარცხების შემთხვევაში კი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს.

გუნდი, რომელიც პრემიერლიგაში დაიკავებს მე-5 ადგილს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად ხვდება. ხოლო ინგლისის თასის და ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებულები კი ტურნირში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან.

2005 წელს, როდესაც ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ის პრემიერ ლიგაში მე-5 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. ამ წლის შემდეგ "უეფამ" შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფრ ეტაპზე პირდაპირ გადის წინა წლის ლიგის გამარჯვებული. 2008 წლის შემოდგომაზე "უეფამ" გამოაქვეყნა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც პრემიერ ლიგა პირველ ადგილს იკავებდა, როგორც ევროპის საუკეთესო ეროვნული ჩემპიონატი. ის ამ ტიტულს 5 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. 5 წლის შემდეგ მან ადგილი ესპანურ ლა ლიგას დაუთმო.

სპონსორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993-დან 2016 წლამდე პრემიერ ლიგამ 2 სპონსორი გამოიცვალა. კომპანია Barclays-თან კონტრაქტი 2015–16 სეზონის ბოლოს ამოიწურა. 2015 წლის 4 ივნისს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ განაცხადა, რომ ისინი მომავალში აღარ გააფორმებენ ამ ტიპის ხელშეკრულებას და 2016–17 სეზონიდან ჩემპიონატს ერქმევა - The Premier League.[8]

პერიოდი სპონსორი სახელი
1992–1993 FA Premier League
1993–2001 Carling FA Carling Premiership
2001–2004 Barclaycard FA Barclaycard Premiership
2004–2007 Barclays FA Barclays Premiership
2008–2016 Barclays Premier League
2016– Premier League

კლუბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლიდან 2016–17 წლების სეზონამდე პრემიერ ლიგაში ჯამში 47 კლუბს უთამაშია. 6 კლუბი პრემიერ ლიგის დაარსებიდან მუდმივად ასპარეზობს გათამაშებაში. ესენია: „არსენალი“, „ევერტონი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემ ჰოტსპური“ და „ჩელსი“.

ჩემპიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი გამარჯვებული[9] მეორე ადგილოსანი მესამე ადგილოსანი
1992–93 მანჩესტერ იუნაიტედი ასტონ ვილა ნორვიჩ სიტი
1993–94 მანჩესტერ იუნაიტედი ბლექბერნ როვერსი ნიუკასლ იუნაიტედი
1994–95 ბლექბერნ როვერსი მანჩესტერ იუნაიტედი ნოტინგემ ფორესტი
1995–96 მანჩესტერ იუნაიტედი ნიუკასლ იუნაიტედი ლივერპული
1996–97 მანჩესტერ იუნაიტედი ნიუკასლ იუნაიტედი არსენალი
1997–98 არსენალი მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპული
1998–99 მანჩესტერ იუნაიტედი არსენალი ჩელსი
1999–2000 მანჩესტერ იუნაიტედი არსენალი ლიდს იუნაიტედი
2000–01 მანჩესტერ იუნაიტედი არსენალი ლივერპული
2001–02 არსენალი ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედი
2002–03 მანჩესტერ იუნაიტედი არსენალი ნიუკასლ იუნაიტედი
2003–04 არსენალი ჩელსი მანჩესტერ იუნაიტედი
2004–05 ჩელსი არსენალი მანჩესტერ იუნაიტედი
2005–06 ჩელსი მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპული
2006–07 მანჩესტერ იუნაიტედი ჩელსი ლივერპული
2007–08 მანჩესტერ იუნაიტედი ჩელსი არსენალი
2008–09 მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპული ჩელსი
2009–10 ჩელსი მანჩესტერ იუნაიტედი არსენალი
2010–11 მანჩესტერ იუნაიტედი ჩელსი მანჩესტერ სიტი
2011–12 მანჩესტერ სიტი მანჩესტერ იუნაიტედი არსენალი
2012–13 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ სიტი ჩელსი
2013–14 მანჩესტერ სიტი ლივერპული ჩელსი
2014–15 ჩელსი მანჩესტერ სიტი არსენალი
2015–16 ლესტერ სიტი არსენალი ტოტენჰემ ჰოტსპური
ჩემპიონობები კლუბების მიხედვით
კლუბი ჩემპიონი ჩემპიონობის წლები
მანჩესტერ იუნაიტედი 13 1992–93, 1993–94, 1995–96, 1996–97, 1998–99, 1999–2000, 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2010–11, 2012–13
ჩელსი 4 2004–05, 2005–06, 2009–10, 2014–15
არსენალი 3 1997–98, 2001–02, 2003–04
მანჩესტერ სიტი 2 2011–12, 2013–14
ბლექბერნ როვერსი 1 1994–95
ლესტერ სიტი 2015–16

2016–17 სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი
პოზიცია
2015–16 წლებში
პირველი სეზონი
უმაღლეს ლიგაში
სეზონების რაოდენობა
უმაღლეს ლიგაში
სეზონების რაოდენობა
პრემიერ ლიგაში
უმაღლესი ლიგის
ტიტულები
ბოლო ტიტული უმაღლეს ლიგაში
არსენალიa,b მე-2 1904–05 100 25 13 2003–04
ბარნლიc 1-ლი ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში 1888–89 54 3 2 1959–60
ბორნმუთიb მე-16 2015–16 2 2 0 n/a
ევერტონიa,b,c მე-11 1888–89 114 25 9 1986–87
ვესტ ბრომვიჩ ალბიონიc მე-14 1888–89 80 11 1 1919–20
ვესტ ჰემ იუნაიტედი მე-7 1923–24 59 21 0 n/a
კრისტალ პალასიa მე-15 1969–70 17 8 0 n/a
ლესტერ სიტი 1-ლი 1908–09 48 11 1 2015–16
ლივერპულიa,b მე-8 1894–95 102 25 18 1989–90
მანჩესტერ იუნაიტედიa,b მე-5 1892–93 92 25 20 2012–13
მანჩესტერ სიტიa მე-4 1899–1900 88 20 4 2013–14
მიდლსბროa მე-2 ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში 1902–03 61 15 0 n/a
სანდერლენდი მე-17 1890–91 86 16 6 1935–36
საუთჰემპტონიa მე-6 1966–67 40 18 0 n/a
სტოკ სიტიb,c მე-9 1888–89 61 9 0 n/a
სუონსი სიტიb,d მე-12 1981–82 8 6 0 n/a
ტოტენჰემ ჰოტსპურიa,b მე-3 1909–10 82 25 2 1960–61
უოტფორდი მე-13 1982–83 14 4 0 n/a
ჩელსიa,b მე-10 1907–08 82 25 5 2014–15
ჰალ სიტი მე-4 ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში 2008–09 5 5 0 n/a

a: პრემიერ ლიგის დამფუძნებელი გუნდი
b: არასდროს ჩამოქვეითებულა პრემიერ ლიგიდან
c: ერთ-ერთი საფეხბურთო ლიგის 12 გუნდიდან
d: უელსური კლუბი

ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბომბარდირები სეზონების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ეროვნება მოთამაშე კლუბი გოლების რაოდენობა[10]
1992–93 ინგლისის დროშა ტედი შერინგემი ტოტენჰემ ჰოტსპური 22
1993–94 ინგლისის დროშა ენდი კოული ნიუკასლ იუნაიტედი 34
1994–95 ინგლისის დროშა ალან შირერი ბლექბერნ როვერსი 34
1995–96 ინგლისის დროშა ალან შირერი (2) ბლექბერნ როვერსი 31
1996–97 ინგლისის დროშა ალან შირერი (3) ნიუკასლ იუნაიტედი 25
1997–98 ინგლისის დროშა კრის სატონი ბლექბერნ როვერსი 18
ინგლისის დროშა დიონ დაბლინი ქოვენთრი სიტი
ინგლისის დროშა მაიკლ ოუენი ლივერპული
1998–99 ინგლისის დროშა მაიკლ ოუენი (2) ლივერპული 18
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა დუაიტ იორკი მანჩესტერ იუნაიტედი
ნიდერლანდების დროშა ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი ლიდს იუნაიტედი
1999–2000 ინგლისის დროშა კევინ ფილიპსი სანდერლენდი 30
2000–01 ნიდერლანდების დროშა ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი (2) ჩელსი 23
2001–02 საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი არსენალი 24
2002–03 ნიდერლანდების დროშა რუდ ვან ნისტელროი მანჩესტერ იუნაიტედი 25
2003–04 საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი (2) არსენალი 30
2004–05 საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი (3) არსენალი 25
2005–06 საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი (4) არსენალი 27
2006–07 კოტ-დ’ივუარის დროშა დიდიე დროგბა ჩელსი 20
2007–08 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედი 31
2008–09 საფრანგეთის დროშა ნიკოლა ანელკა ჩელსი 19
2009–10 კოტ-დ’ივუარის დროშა დიდიე დროგბა (2) ჩელსი 29
2010–11 არგენტინის დროშა კარლოს ტევესი მანჩესტერ სიტი 20
ბულგარეთის დროშა დიმიტარ ბერბატოვი მანჩესტერ იუნაიტედი
2011–12 ნიდერლანდების დროშა რობინ ვან პერსი არსენალი 30
2012–13 ნიდერლანდების დროშა რობინ ვან პერსი (2) მანჩესტერ იუნაიტედი 26
2013–14 ურუგვაის დროშა ლუის სუარესი ლივერპული 31
2014–15 არგენტინის დროშა სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტი 26
2015–16 ინგლისის დროშა ჰარი კეინი ტოტენჰემ ჰოტსპური 25

ყველაზე მეტი გოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(მხოლოდ პრემიერ ლიგა)

ადგილი ფეხბურთელი წლები გოლი[11]
1 ინგლისის დროშა ალან შირერი 1992–2006 260
2 ინგლისის დროშა უეინ რუნი 2002– 195
3 ინგლისის დროშა ენდი კოული 1992–2008 187
4 ინგლისის დროშა ფრენკ ლემპარდი 1995–2015 177
5 საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი 1999–2007, 2012 175
6 ინგლისის დროშა რობი ფაულერი 1993–2009 163
7 ინგლისის დროშა ჯერმეინ დეფო 2001–2003, 2004–2014, 2015– 157
8 ინგლისის დროშა მაიკლ ოუენი 1996–2004, 2005–13 150
9 ინგლისის დროშა ლეს ფერდინანდი 1992–2005 149
10 ინგლისის დროშა ტედი შერინგემი 1992–2007 146

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(მხოლოდ პრემიერ ლიგა)

ადგილი ფეხბურთელი წლები მატჩი[12]
1 უელსის დროშა რაიან გიგზი 1990–2014 632
2 ინგლისის დროშა გარეთ ბარი 1997– 620
3 ინგლისის დროშა ფრენკ ლემპარდი 1995–2015 609
4 ინგლისის დროშა დევიდ ჯეიმსი 1992–2010 572
5 უელსის დროშა გარი სპიდი 1992–2008 535
6 ინგლისის დროშა ემილ ჰესკი 1994–2012 516
7 ავსტრალიის დროშა მარკ შვარცერი 1996–2016 514
8 ინგლისის დროშა ჯეიმი კარაგერი 1996–2013 508
9 ინგლისის დროშა ფილ ნევილი 1994–2013 505
10 ინგლისის დროშა რიო ფერდინანდი 1996–2015 504

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები
მწვრთნელი ჩემპიონი ჩემპიონობის წლები
ალექს ფერგიუსონი 13 1992–93, 1993–94, 1995–96, 1996–97, 1998–99, 1999–2000, 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2010–11, 2012–13
არსენ ვენგერი 3 1997–98, 2001–02, 2003–04
ჟოზე მოურინიო 2004–05, 2005–06, 2014–15
კენი დალგლიში 1 1994–95
კარლო ანჩელოტი 2009–10
რობერტო მანჩინი 2011–12
მანუელ პელეგრინი 2013–14
კლაუდიო რანიერი 2015–16

პრემიერ ლიგის რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყველაზე მეტი მოგებული თამაში სეზონში: 29, "ჩელსი" (2004–05,2005–06)
  • ყველაზე ცოტა მოგებული თამაში სეზონში: 1, "დერბი ქაუნთი" (2007–08)
  • ყველაზე ცოტა წაგებული მატჩი სეზონში: 0 "არსენალი" (2003–04)
  • ყველაზე მეტი დაგროვებული ქულა სეზონში: 95 "ჩელსი" (2004–05)
  • ყველაზე ცოტა დაგროვებული ქულა სეზონში: 11 "დერბი ქაუნთი" (2007–08)
  • ყველაზე მეტი გატანილი გოლი სეზონში: 103 "ჩელსი" (2009–10)
  • ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სეზონში: 100 "სუინდონ თაუნი" (1993–94)
  • ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სეზონში: 15 "ჩელსი" (2004–05)
  • ყველაზე დიდი მოგება სახლში: "მანჩესტერ იუნაიტედი" 9–0 "იფსვიჩ თაუნი" (4 მარტი, 1995)
  • ყველაზე დიდი მოგება გასვლაზე: "ნოტინგემ ფორესტი" 1–8 "მანჩესტერ იუნაიტედი" (6 თებერვალი, 1999)
  • ყველაზე მეტი გატანილი გოლი მატჩში: "პორტსმუთი" 7–4 "რედინგი" (29 სექტემბერი, 2007)

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. United (versus Liverpool) Nations“, 6 January 2002. წაკითხვის თარიღი: 8 August 2006. 
  2. "Top Soccer Leagues Get 25% Rise in TV Rights Sales, Report Says". Bloomberg. Retrieved 4 August 2014
  3. Premier League 2015/2016 » Attendance » Home matches. worldfootball.net. წაკითხვის თარიღი: 29 March 2017.
  4. Bundesliga 2015/2016 » Attendance » Home matches. worldfootball.net. წაკითხვის თარიღი: 29 March 2017.
  5. UEFA rankings for club competitions“. წაკითხვის თარიღი: 29 March 2017. 
  6. 1985: English teams banned after Heysel“, BBC Archive, BBC, 31 May 1985. წაკითხვის თარიღი: 8 August 2006. 
  7. Fifa wants 18-team Premier League“, BBC Sport, British Broadcasting Corporation, 8 June 2006. წაკითხვის თარიღი: 8 August 2006. 
  8. Premier League closes door on title sponsorship from 2016–17 season“, ESPN FC. წაკითხვის თარიღი: 7 June 2015. 
  9. A History of The Premier League. Premier League. წაკითხვის თარიღი: 29 March 2017.
  10. English League Leading Goalscorers. rsssf.com. წაკითხვის თარიღი: 29 March 2017.
  11. Premier League Player Stats. premierleague.com. წაკითხვის თარიღი: 29 March 2017.
  12. Premier League Player Stats. premierleague.com. წაკითხვის თარიღი: 29 March 2017.