როდრიგესი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
როდრიგესი
მშობ. სახელი: ინგლ. Rodrigues Island
ფრანგ. Île Rodrigues
Rodrigues in Mauritius.svg
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 19°43′00″ ს. გ. 63°25′00″ ა. გ. / 19.71667° ს. გ. 63.41667° ა. გ. / -19.71667; 63.41667
ფართობი 104 კმ²
უმაღლესი წერტილი 398 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 40 434 (2011)
სიმჭიდროვე 388,79 ად. /კმ²

როდრიგესი (ინგლ. Rodrigues Island, ფრანგ. Île Rodrigues) — მასკარენის კუნძულების ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძული. პოლიტიკურად მავრიკის გარე კუნძულების ერთ-ერთი ავტონომიური ადმინისტრაციული ერთეულია მავრიკის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ტოპოგრაფიული რუკა

მდებარეობს მავრიკის კუნძულიდან 560 კმ-ით აღმოსავლეთით. ფართობი — 104 კმ², გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. უმაღლესი წერტილი — ლიმონის (mont Limon) მთა მდებარეობს ზღვის დონიდან 398 მეტრზე.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდრიგესის კუნძულზე იზრდება 42 ენდემური სახეობის ხე. ვერშაფელტის ჰიოფორბა (ლათ. Hyophorbe verschaffeltii) ველური ფორმით იზრდება მხოლოდ აქ. ღამურა Pteropus rodricensis ასევე გვხვდება მხოლოდ ამ კუნძულზე.

დღეისათვის განადგურებულია არამფრინავი ფრინველი Pezophaps solitaria (Rodriguez Solitaire) — კუნძულის ბინადარი დრონტების ცალკე სახეობა.

უნიკალურია კუნძულის მარჯნის რიფები. მხოლოდ აქ გვხვდება მარჯნის სახეობა — Acropora rodriguensis.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული 1528 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა დიოგუ როდრიგესმა (პორტ. Diogo Rodrigues).

1691—1693 წლებში კუნძული დაიკავა ნიდერლანდურმა ოსტინდოეთის კომპანიამ.

XVIII საუკუნეში კუნძული გახდა საფრანგეთის კოლონია, სადაც ფრანგებს თავიანთ პლანტაციებში შემოჰყავდათ მონები მადაგასკარიდან.

1810 წლიდან კუნძული შედიოდა ბრიტანეთის კოლონია მავრიკიში.

1968 წლიდან — მავრიკის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილია (1992 წლიდან — მავრიკის რესპუბლიკის). 2003 წელს კუნძულმა როდრიგესმა მიიღო ავტონომიის უფლება, აქვს საკუთარი საბჭო, წარმოდგენილია მავრიკის პარლამენტში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა კუნძულზე შეადგენს 40 434 ადამიანს[1]. მათგან უმრავლესობა (95 %) — აფრიკელების შთამომავლებია, რომლებიც ლაპარაკობენ კრეოლურ ენაზე, რომლის საფუძველი ფრანგული ენაა, რომელიც ასევე გავრცელებულია კუნძულზე. მორწმუნეთა უმრავლესობა — კათოლიკეა.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და ტურიზმი.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგარეო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული როდრიგესი რეგულარული რეისებით დაკავშირებულია მავრიკის კუნძულთან. ეროვნული ავიაკომპანია Air Mauritius სეზონზე დამოკიდებულებით ასრულებს ფრენას 2—3-ჯერ დღე-ღამეში, თვითმფრინავებით ATR 72. სერ გაეტან დიუვალის აეროპორტი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით.

ყოველ ორ კვირაში პორტ-ლუისა და პორტ-მატურინს შორის რეისებს ასრულებს გემი მაურიტუს პრაიდი (Mauritius Pride). ის გზის გავლას უნდება — დაახლოებით 30 საათი.

შიდა ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტოგზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასფალტიანი საფარის ავტოგზები გაყვანილია კუნძულის ყველა ძირითად წერტილამდე. მოძრაობა — მარცხენა მხარე. ერთადერთი ავტოგასამართი სადგური მდებარეობს ქალაქ პორტ-მატურინში.

კუნძულზე მუშაობს ტაქსის სამსახური, ასევე მანქანების, მოტოციკლეტების და ველოსიპედების არენდის რამდენიმე წერტილი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე საავტობუსო მარშრუტების განვითარებული სისტემაა. მთავარი ავტოსადგური მდებარეობს ქალაქ პორტ-მატურინში. ავტობუსები მიემგზავრებიან 30—60 წუთიანი ინტერვალით 7:00 საათიდან 16:00 საათამდე (ორშაბათი — შაბათი) და 7:00 საათიდან 10:00 საათამდე (კვირა).

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმი სუსტადაა განვითარებული. ამის ძირითადი მიზეზია — დიდი დაშორება და ინფრასტრუქტურების განუვითარებლობა.

კუნძულზე არსებობს 5 ოტელი (3 და 4 ვარსკვლავიანი), რამდენიმე სასტუმრო სახლი. ძირითადი კაფე, მაღაზია, ტურისტული კომპანიის ოფისი მდებარეობს დედაქალაქში და მსხვილი ოტელების შორიახლოს.

კუნძული პოპულარობით სარგებლობს ეკოტურიზმის მოყვარულებს შორის. ტარდება ფეხით სვლები კუნძულის გარშემო და სიღრმეში, დათვალიერებები ფრანსუა ლეგოს კუების ნაკრძალში და ფრინველთა ნაკრძალში ქოქოსის კუნძულზე.

წყლით გართობებში კუნძულზე შესაძლებელია: დაივინგი, თევზაობა, სნორკლინგი, სპორტის საწყლოსნო სახეობები.

კავშირგაბმულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე მოქმედებს მავრიკის მობილური კავშირის ორი მსხვილი ოპერატორი — Emtel და Orange. ძირითადი ინტერნეტ-პროვაიდერი — Mauritius Telecom. საფოსტო განყოფილებები მდებარეობენ პორტ-მატურინში და მონ-ლუბენში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]