ემანუელ მაკრონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემანუელ მაკრონი
Emmanuel Macron
ემანუელ მაკრონი Emmanuel Macron
Flag of France.svg
საფრანგეთის 25-ე პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა14 მაისი 2017
წინამორბედიფრანსუა ოლანდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 აგვისტო 2014 – 30 აგვისტო 2016
პრემიერ-მინისტრიმანუელ ვალსი
წინამორბედიარნაუდ მონტებურგი
მემკვიდრემიშელ საპენი

დაბადებული21 დეკემბერი, 1977 (1977-12-21) (40 წლის)
ამიენი, საფრანგეთი
მოქალაქეობასაფრანგეთის დროშა საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიასოციალისტური პარტია (2006–2009)
დამოუკიდებელი (2009–2016)
En Marche! (2016–დღემდე)
მეუღლებრიჯით ტროგნეუ (2007–დღემდე)
განათლებაპარიზის ნანტერის უნივერსიტეტი
პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი
მართვის ეროვნული სკოლა

ემანუელ ჟან-მიშელ ფრედერიკ მაკრონი (ფრანგ. Emmanuel Jean-Michel Frédéric Macron; 21 დეკემბერი, 1977, ამიენი, საფრანგეთი) — ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლის 14 მაისიდან.

მაკრონი დაიბადა ქალაქ ამიენში; სწავლობდა ფილოსოფიას პარიზის ნანტერის უნივერსიტეტში. კარიერის დასაწყისში, მუშაობდა საჯარო მოხელედ, შემდეგ დაინიშნა საინვესტიციო ბანკირად. 2014 წლის აგვისტოში, პრემიერ ვალსის მთავრობაში[1] ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრად დაინიშნა; მინისტრის ამპლუაში, გაატარა ბიზნესისთვის სასარგებლო რეფორმები. 2016 წლის აგვისტოში მაკრონი გადადგა, რათა მონაწილეობა მიეღო საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[2][3] ამომრჩეველს იგი სთავაზობს სოციალურ-ლიბერალურ წინადადებებს.[4][5][6] 2016 წლის ნოემბერში, მაკრონმა განაცხადა, რომ მას მხარს უჭერს პარტია En Marche!.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]