საფრანგეთის დეპარტამენტები — ადმინისტრაციული ერთეულები საფრანგეთში. დეპარტამენტი ქმნის შუალედურ დონეს კომუნასა და რეგიონს შორის. ზოგიერთი დეპარტამენტი არის ამავდროულად კომუნა (მაგ. პარიზი), ხოლო ზოგიერთი დეპარტამენტი არის ამავდროულად რეგიონი (მაგ. მარტინიკა, მაიოტა, კორსიკა). საფრანგეთში სულ 101 დეპარტამენტია, რომელთაგან 5 ზღვისიქითა დეპარტამენტია.
დეპარტამენტის მმართველი ორგანოა გენერალური საბჭო. ის აირჩევა პირდაპირი წესით 6 წლის ვადით და მისი შემადგენლობის ნახევრის განახლება ხდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს პრეზიდენტს სამი წლის ვადით. დეპარტამენტში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელია პრეფექტი, რომელსაც ნიშნავს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.
^13 ნომერი 92 თავდაპირველად გადაცემული იყო ორანზე, საფრანგეთის ალჟირში
^14 ნომერი 93 თავდაპირველად გადაცემული იყო კონსტანტინეზე, საფრანგეთის ალჟირში
^15 The prefecture of Val-d'Oise was established in Pontoise when the department was created, but moved de facto to the neighbouring commune of Cergy; currently, both form the ville nouvelle of Cergy-Pontoise