ინდუიზმი
| სტატიები თემატიკაზე ინდუიზმი | |
| ისტორია · პანთეონი | |
| მიმართულებები · მითოლოგია | |
| რწმენა და პრაქტიკა | |
|---|---|
| · მოკშა | |
| კარმა · სამსარა | |
| დჰარმა პუჯა · მაია | |
| ნირვანა · | |
| ვედანტა · | |
| იოგა · აიურვედა | |
| იუგა · ვეგეტარიანელობა | |
| ბჰაკტი | |
| მწერლობა | |
| ვედები · უპანიშადები · არანიაკა | |
| მაჰაბჰარატა (ბჰაგავადგიტა) · რამაიანა | |
| პურანები | |
| შიკშაპატრი · ვაჩანამრუტი | |
| დაკავშირებული თემები | |
| დჰარმული რელიგიები · | |
| ინდუიზმი ქვეყნების მიხედვით | |
| მასწავლებლები · მანდირი | |
| ვარნები · მანტრა | |
| ტერმინოლოგია | |
| კამასუტრა | |
| დღესასწაულები | |
| მურტი | |

ინდუიზმი (სანსკრ. सनातन, वैदिक, वर्णाश्रम धर्म sanātana, vaidika, varṇāśrama dharma „მარადიული, ვედური, ვარნების და აშრამების კანონი“, ჰინდი: हिन्दू धर्म hindū dharma, იხ. დჰარმა) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, ძველი აღმოსავლეთის რელიგიებს შორის დღემდე მოღწეული უძველესი რელიგია. მას დღესდღეობით აღიარებს ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%). მისგან მომდინარეობს სახელწოდება ინდოეთი. 1960-იან წლებში ინდუიზმის საფუძველზე წარმოიშვა და ცალკე დენომინაციად ჩამოყალიბდა კრიშნაიზმი.
ინდუიზმი ჩამოყალიბდა ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. ფიქრობენ, რომ იგი შეიქმნა მოსული ინდოარიული და ინდოეთის ადგილობრივი დრავიდული კულტების შერწყმის შედეგად. აბორიგენების ძველი რელიგია თანამედროვე მეცნიერებაში ცნობილია ვედური რელიგიის სახელით. აბორიგენების ძველი რელიგია, პოლითეისტური იყო, ძ.ვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე გადაიზარდა მონოთეიზმში, მაგრამ შეინარჩუნა მრავალღმერთიანობის ნიშნები. წმინდა წიგნების ვედების შექმნა ძვ. წ. XV საუკუნეში დაიწყო[1]. XIX-XX საუკუნეებში ინდუიზმით ბევრი ევროპელი მოაზროვნე დაინტერესდა. ინდუიზმს მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მილიარდი მიმდევარი ჰყავს (მსოფლიო მოსახლეობის 14.9%), რომელთა დიდი ნაწილი ინდოეთსა და ნეპალში ცხოვრობს[2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ძვ. წ. III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.
არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ბარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ.
ბრაჰმანიზმი ინდოეთში ძვ. წ. I ათასწლეულში ვრცელდება. ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ძვ. წ. I ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს]] ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ.
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნია“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში.
გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვ. წ. IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯაინაზმი ერთ-ერთ ინდურ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა ძალიან მცირეა.
ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ-სამაია ან ჰინდუ-დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტობრივად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული.
ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაკტისტები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ–ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად (თეიზმი) და ნასტიკად (ათეიზმი). XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს.
მოძღვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამყაროს სული, რომლისგანაც შედგება ყოველი, არის ბრაჰმა. ის არის ყველა საგანში და ნებისმიერ მოვლენაში. ის იღებს დროებით და ილუზიურ ფორმებს. ბრაჰმა მარტო არ არის, ის თანაარსებობს ვიშნუსა და შივასთან ერთად. ესაა ტრიმურტი ― ერთიდაიგივე ღვთაების სამი გამოვლინება. ისინი განასახიერებენ შემოქმედებას (ბრაჰმა), ნგრევას (შივა) და შენარჩუნებას (ვიშნუ). მას გამოსახავენ სამთავიან არსებად, შუაში ბრაჰმა, მარცხნივ შივა და მარჯვნივ ვიშნუ.
ხილულ სამყაროში ქმნილებები არსებობენ იერარქიულად. ყველაზე მეტი დოზით ღმერთი არსებობს ადამიანში. ამიტომ ადამიანის იეალია გნიცადოს სამადჰი და დაუბრუნდეს პირველ საწყისს. ამისთვის მან უნდა გაიაროს განწმენდის და გაუმჯობესების ვრცელი გზა. ამისთვის ერთხელ დაბადება არ კმარა, ამიტომ პიროვნება რამდენჯერმე ევლინება სამყაროს. ამას ეხება მოძღვრება კარმასა და სამსარაზე.
კარმა სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც ქმედება, მოქმედება ან მუშაობა. ესაა კეთილი და ბოროტი საქმეების ჯამი, რომელსაც ადამიანი ყოველ ნაბიჯზე დაატარებს, როგორ ტვირთს. მასზეა დამოკიდებული ადამიანის ბედი. ადამიანი ცდილობს კარმის გაუმჯობესებას და მის თავიდან მოცილებას. კარმა არის მიზეზი, რის გამოც ადამიანი დაქვემდებარებულია სამსარას, ანუ სულის მოგზაურობას სხეულიდან სხეულში. სამსარას ადამიანმა თავი უნდა დააღწიოს განწმენდით, გასპეტაკებით, წუთისოფლის უკეთურებათა დათრგუნვით და ამაღლებით.
ბრაჰმამ კაცობრიობა საკუთარი სხეულის ნაწილებისგან შექმნა და ამის შესაბამისად საზოგადოება დაყოფილია ოთხ ვარნად: პირველია ბრაჰმანები ანუ მღვდლები და სასულიერო პირები, რომლებიც ბრაჰმას ბაგეებიდან არიან შექმნილი. ისინი უმაღლესი ფენაა და მათი საქმეა საღვთო წიგნების შესწავლა. მათი ნიშანია სატტვა, ხოლო ფერი თეთრი. ქშატრიები ანუ მონარქები და სამხედროები შექმნილია ბრაჰმას ხელებისგან, მათი ნიშანია რაჯასი, ხოლო ფერი წითელი. ვაიშიები ― გლეხები, ხელოსნები და ვაჭრები ― შექმნილია ბრაჰმას თეძოებისგან, ისინი საშუალო ფენას ქმნიან და მათი ფერია ყვითელი. დაბალ საფეხურზე დგანან შუდრები (მოსამსახურეები და მოჯამაგირეები), შექმნილნი ბრაჰმას ფეხებისგან. მათი ფერია შავი, სიბნელის, უმეცრების, პრაკრიტის სიმბოლო. მხოლოდ უწმინდურები არ მიეკუთვნებიან არცერთ ვარნას. ვარნა სამუდამოა და ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე მის წევრად რჩება. რომელ ვარნაში დაიბადება ადამიანი, დამოკიდებულია კარმაზე. ვარნების სისტემა ინდოეთის სახელმწიფო და სამოქალაქო ცხოვრებაში ოფიციალურად გაუქმდა 1947-1950 წლებში მაჰათმა განდის მოღვაწეობის შედეგად, მაგრამ ყოფიერების დონზე, განსაკუთრებით ქორწინების ტრადიციაში, ის მაინც შენარჩუნებულია.
धर्म დჰარმა წარმოადგენს ღმერთის მიერ შექმნილ ბუნების, რელიგიის, მორალის, სამართლიანობის, კეთილდღეობის მარადიულ კანონს.
პრანა არის ჯივასა და ჩიტტას შუამავალი, რომელიც წარმოადგენს უპირველეს და უწვრილეს მატერიალურ ელემენტს.
ჯივა, რომელიც პრანას ცნობიერებით ავსებს, არსების გულის არეში მდებარეობს.
ჩიტტა არის मनस् მანასის (ქვეცნობიერება), अहंकार აჰამკარასა (ეგო, საკუთარი შეგნების სისტემა) და बुद्धि ბუდდჰის (ცნობიერი გონება, რომელიც უნარს აღიქვამს) ერთობლიობა. ცნობიერება – चित्त ჩიტტა (ან चेतन ჩეტანა), წარმოადგენს წვრილ-მატერიალურ ორგანოს, რომელიც प्राण პრანას (სუნთქვა) მეშვეობით ირეკლავს სულის (जीव ჯივა ან आत्मन् ატმან) ცნობიერებას. ჩიტტა წარმოადგენს ინდივიდის მატერიალური გამოცდილების ხაზინას ნებისმიერი ქმედების უამრავი संस्कर სამსკარებით (შთაბეჭდილება, ანაბეჭდი), როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ დონეზე. მასში დაგროვილი ინფორმაცია მოქმედებს, როგორც პრიზმა, რომელშიც არსება სამყაროს ხედავს. ყველაფერს, რასაც ამ პრიზმაში ხედავს, იგი ადარებს თავის წარსულ გამოცდილებას, და აქედან გამომდინარე, რეალობას აღიქვამს წარსულის მიერ სახეშეცვლილ (დამახინჯებულ) სურათად.
სამსკარები ინახება და გადადის ცხოვრებიდან (სიცოცხლიდან, დაბადებიდან) ცხოვრებაში ინდივიდის ცნობიერებაში.
ყოველ ცხოვრებაში სამსკარები ფორმირებას ახდენს არსების განუმეორებელ ფსიქო-ფიზიკურ ბუნებას და განსაზღრავს მის მიდრეკილებას და სურვილებს, აგრეთვე მის კარმას.
წმინდა წერილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდუიზმის წმინდა წიგნებია ვედები, რომელიც თავის მხრივ რამდნეიმე წიგნს მოიცავს: ბრაჰმანი (ახსნა), არანიაკა (ტყის წიგნი), უპანიშადები (კომენატარები) და სუტრა (თარგი). ვედების უძველესი შრე ძვ. წ. XIX საუკუნით თარიღდება.
ვედების გვერდით დგას მაჰაბჰარატა და რამაიანა — ვრცელი პოემები, რომელთა მნიშვნელობა ინდოიეთის სულიერი კულტურისთვის ძალიან დიდია. ინდოეთის რესპუბლიკას ჰინდი ენაზე ბჰარატა ეწოდება. პოემების უძველესი შრე VIII-VII საუკუნეებით. მაჰაბჰარატაში გადმოცემულია ძვ. წ. XI-X საუკუნეების ისტორია, ძალაულფებისთვის ბრძოლა ბჰარატათა გვარის ორ შტოს, პანდავებსა და კაურავებს შორის. . სასტიკმა ომმა, რომელსაც დიდი ოდენობით სისხლი და მსხვერპლი მოჰყვა, დააფიქრა საზოგადოება და გააღვივა მშვიდობის და სათნოების, შერიგების, პატიების და დჰარმის შეგნება და მნიშნელობა. პოემის მნიშნელოვანი თავია ბჰადავადგიტა. მასში მოცემულია საუბარი კრიშნასა და არჯუნას შორის. კრიშნა არის დედამიწაზე მოვლენილი ღმერთი, ბრძენი დამრიგებელი.
ლიტურგია და პრაქტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდუსი ცხოვრების ყველა მონაკვეთში ხედავს ღმერთს, ამიტომ ის მუდამ უნდა განიბანებოდეს, ლოცულობდეს და გაიღოს შესაწირავი. ყოველ ოჯახში არის საკურთხეველი ღვთაებების გამოსახულებით და ყვავილებით. აშრამებს ანუ ტაძრებს ემსახურებიან ბრაჰმანები და გურუები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ინდუიზმი არის ინდოეთის უდიდესი რელიგია, 2001 წლის აღწერით, მას მოსახლეობის დაახლოებით 80,5 % მიმდევარი ჰყავს რაც 960 მილიონ ადამიანს წარმოადგენს.[3] სხვა ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მიმდევარი ჰყავს ნეპალში (23 მილიონი), ბანგლადეშში (15 მილიონი) და ინდონეზიის კუნძულ ბალიზე (3,3 მილიონი).
ქვეყნები ინდუისტი მოსახლეობის პროცენტულობის მიხედვით (2008 წლის მიხედვით):
ნეპალი 86.5%[4]
ინდოეთი 80.5%
მავრიკი 54%[5]
გაიანა 28%[6]
ფიჯი 27.9%[7]
ბჰუტანი 25%[8]
ტრინიდადი და ტობაგო 22.5%
სურინამი 20%[9]
შრი-ლანკა 15%[10]
ბანგლადეში 9.6%[11]
კატარი 7.2%
რეიუნიონი 6.7%
მალაიზია 6.3%[12]
ბაჰრეინი 6.25%
ქუვეითი 6%
არაბთა გაერთიანებული საამიროები 5%
სინგაპური 4%
ომანი 3%
ბელიზი 2.3%
სეიშელის კუნძულები 2.1%[13]
მიმდევრების რაოდენობით ინდუიზმი მსოფლიოს მესამე რელიგიაა, ქრისტიანობისა და ისლამის შემდეგ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაპუაშვილი ნ., „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 380-387, ISBN 978-9941-0-0902-0.
- Banerji, S. C. (1992), Tantra in Bengal (Second Revised and Enlarged რედ.), Delhi: Manohar, ISBN 81-85425-63-9
- Basham, A.L (1999), A Cultural History of India, Oxford University Press, ISBN 0-19-563921-9
- Bhaktivedanta, A. C. (1997), Bhagavad-Gita As It Is, Bhaktivedanta Book Trust, ISBN 0-89213-285-X, http://bhagavadgitaasitis.com/. წაკითხვის თარიღი: 2007-07-14 დაარქივებული 2009-09-13 საიტზე Wayback Machine.
- Bhattacharyya, N.N (1999), History of the Tantric Religion (Second Revised რედ.), Delhi: Manohar Publications, ISBN 81-7304-025-7
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Resources for Scholars and Students
- All About Hinduism by Swami Sivananda (pdf) დაარქივებული 2019-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Heart of Hinduism: An overview of Hindu traditions დაარქივებული 2005-11-03 საიტზე Wayback Machine.
- Information on Hinduism or Santana dharma დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.
- Ethical Democracy Journal - Notes on Hinduism დაარქივებული 2006-12-15 საიტზე Wayback Machine.
- Religious Tolerance page on Hinduism დაარქივებული 2012-09-20 საიტზე Wayback Machine.
- ინდუიზმი — ბიბლიოვიკი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Anthony, David W. (2007), The Horse The Wheel And Language. How Bronze-Age Riders From the Eurasian Steppes Shaped The Modern World, Princeton University Press p. 454.
- ↑ Fahmy, Conrad Hackett, Marcin Stonawski, Yunping Tong, Stephanie Kramer, Anne Shi and Dalia. (2025-06-09) How the Global Religious Landscape Changed From 2010 to 2020 en-US. ციტირების თარიღი: 2025-06-24
- ↑ CIA-The world factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-11. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
- ↑ Nepal
- ↑ Dostert, Pierre Etienne. Africa 1997 (The World Today Series). Harpers Ferry, West Virginia: Stryker-Post Publications (1997), pg. 162.
- ↑ CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-28. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
- ↑ CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
- ↑ Bhutan
- ↑ Suriname
- ↑ Cash Advance | Debt Consolidation | Insurance | Free Credit Report at Srilankantourism.com
- ↑ SVRS 2010. Bangladesh Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 02 September 2012.
- ↑ CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
- ↑ CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-13. ციტირების თარიღი: 2012-10-22.
| |||||||||||||